ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მიშკოლცი Miskolc | |||||
| |||||
ქვეყანა | უნგრეთი | ||||
მედიე (უნგრეთი)|უნგრეთის მდეიები|მედიე | ბორშოდ-აბაუი-ზემპლენი | ||||
კოორდინატები | 47°32′00″ ჩ. გ. 21°38′00″ ა. გ. / 47.53333° ჩ. გ. 21.63333° ა. გ. | ||||
მერი | Pál Veres | ||||
დაარსდა | 1365 | ||||
ფართობი | 236,68 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 131±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 170 000 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 756 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 46 | ||||
საფოსტო ინდექსი | 3500–3549 | ||||
ოფიციალური საიტი | miskolc.hu | ||||
მიშკოლცი (უნგრ. Miskolc) — მძიმე სამრეწველო ისტორიის მქონე ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ უნგრეთში. 170 000 (2010) მოსახლით, იგი უნგრეთის მეოთხე უდიდესი ქალაქია. წარმოადგენს ბორშოდ-აბაუი-ზემპლენის მედიეს დედაქალაქსა და ჩრდილოეთ უნგრეთის რეგიონულ ცენტრს.
ქალაქი გაშენებულია ორი განსხვავებული გეოგრაფიული რეგიონის გასაყარზე — ბიუკის მთების აღმოსავლეთით, მდინარე სლანის ხეობაში, ბუდაპეშტიდან 175 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით. 2002 წლის მონაცემებით, ქალაქის ფართობი 236,68 კმ² იყო.
მიშკოლცი საყოველთაოდ განიხილება როგორც სამრწეველო ქალაქი. ეკონომიკის ზრდამ უმაღლეს მაჩვენებელს სოციალისტურ ხანაში, ინდისტრიალიზაციის დროს მიაღწია. თუმცა, მრეწველობას მიშკოლცში მაინც დიდი ისტორია გააჩნია.