მოშიკოს პროვინცია

პროვინცია
მოშიკო
პორტ. Moxico
ქვეყანა ანგოლის დროშა ანგოლა
ადმ. ცენტრი Luena
შიდა დაყოფა Alto Zambeze, Bundas, Camanongue, Cameia, Léua, Luacano, Luau, Luchazes და Moxico (municipality)
კოორდინატები 12°00′00″ ს. გ. 20°00′00″ ა. გ. / 12.00000° ს. გ. 20.00000° ა. გ. / -12.00000; 20.00000
ფართობი 223 023 კმ²
მოსახლეობა 758 568 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 3,40 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი ]
ოფიციალური საიტი moxico.gov.ao

მოშიკო (პორტ. Moxico) — ფართობის სიდიდით ყველაზე უფრო დიდი პროვინცია ანგოლაში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლუენა.

გეოგრაფია

მოშიკოს პროვინცია აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ზამბიას, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. მოშიკოს პროვინციიდან სამხრეთით მდებარეობს კუანდო-კუბანგოს პროვინცია, დასავლეთით — ბიეს პროვინცია, ჩრდილოეთით — სამხრეთი ლუნდის პროვინცია. პროვინციის ფართობი შეადგენს 223 023 კმ²-ს.

ისტორია

მოშიკოს პროვინცია — აჯანყებულთა დაჯგუფება უნიტას ლიდერის ჟონას სავიმბის სამშობლოა. შედეგად მოშიკოს პროვინციაში განლაგებული იყვნენ უნიტას ძირითადი ბაზები. აქ დაიღუპა ჟონას სავიმბის უახლოესი თანამებრძოლი — საველე მეთაური ანტონიო დემბო, რომელიც გახდა წინააღმდეგობის უკანასკნელი დღეების ერთ-ერთი უპირველესი ფიგურა.

მოსახლეობა

2014 წლის აღწერის შედეგების თანახმად პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 758 568 ადამიანს.

პროვინციის უნიკალურობა ასევე იმაში ვლინდება, რომ აქ ცხოვრობს 10 ათასზე მეტი ესპანურენოვანი ადამიანი (პროვინციის მოსახლეობის დაახლოებით 4,34 %), რაც დაკავშირებულია სამოქალაქო ომის პერიოდში (1975—2002 წლები) კუბელი ჯარისკაცების დიდი ხნით აქ ყოფნასთან.

ადმინისტრაციული დაყოფა

ადმინისტრაციული თვალსაზრისით პროვინცია დაყოფილია 9 მუნიციპალიტედად:

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Moxico. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-11. ციტირების თარიღი: 2013-02-08.
  2. José Gama. Os Últimos Dias De Savimbi
  3. Resultados Resultados Definitivos do Recenseamento Geral da População e da Habitação de Angola 2014 (pdf). Instituto Nacional de Estatística (March 2016).