მსტისლავ როსტროპოვიჩი (რუს. Мстисла́в Леопо́льдович Ростропо́вич; დ. 27 მარტი, 1927 — გ. 27 აპრილი, 2007) ახლო მეგობრებისთვის ცნობილი როგორც სლავა — პოლონელი-რუსი ვიოლონჩელისტი, პიანისტი და დირიჟორი, საზოგადო მოღვაწე, ადამიანის უფლებათა დამცველი; საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1966), სტალინის (1951) და ლენინის (1964) პრემიების ლაურეატი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაუარეატი (1992). მიღებული აქვს 5 გრემის ჯილდო. საყოველთაოდ აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ვიოლონჩელისტად.