მუსიკალური ინდუსტრიის ფედერალური ასოციაცია (გერმ. Bundesverband Musikindustrie (BVMI)) — გერმანიის მუსიკალური ინდუსტრიის ინტერესების გამომხატველი ასოციაცია, რომელიც შედგება დაახლოებით 280 ლეიბლისგან და მუსიკალური კომპანიისაგან. BVMI დაარსდა 2007 წელს ფონოგრამების მწარმოებელთა ფედერაციისა (გერმ. Bundesverbandes der Phonographischen Wirtschaft) და International Federation of the Phonographic Industry-ის გერმანული განყოფილების შეერთების გზით, რომელიც IFPI-ის წევრია. გერმანიაში ასოციაცია პასუხისმგებელია მუსიკალური ჩანაწერის გაყიდვების სერტიფიკაციაზე.
საკონტაქტო მისამართია: Reinhardtstraße 29, ბერლინი.
BVMI მუსიკალურ რელიზებს ანიჭებს ოქროს, პლატინის, ასევე ოქროს და პლატინის მრავალგზის სტატუსებს.