ნავარის სამეფო

ნავარის სამეფო
Reino de Navarra


9051620 წწ.
 

დროშა გერბი

ნავარის სამეფო 1400 წელს
დედაქალაქი პამპლონა
ენა ბასკური, ესპანური
რელიგია რომის კათოლიკური ეკლესია
მმართველობის ფორმა მონარქია
მონარქი
 - 905-925 სანჩო I გარსია

ნავარის სამეფო (ესპ. Reino de Navarra, ბასკ. Nafarroako Erresuma, ფრანგ. Royaume de Navarre) — შუა საუკუნეების სამეფო პირენეებში 905-1512 წლებში. დედაქალაქიპამპლონა. ადრინდელი ისტორია ნაკლებადაა ცნობილი. IX საუკუნის შუა წლებში საგრაფო იყო. არაბებთან და ფრანკებთან ბრძოლაში დამოუკიდებლობას მიაღწია. ნავარის პირველი ისტორიულად ცნობილი მეფე იყო სანჩო I გარსია (905-925 წწ.). ნავარის მეფე სანჩო III დიდმა შეიერთა პირენეს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი, მაგრამ მისმა მემკვიდრებმა ეს მიწები დაკარგეს. 1076-1134 წწ. ემორჩილებოდა არაგონს. 1234-1284 და 1328-1512 წლებში ნავარის სამეფო ტახტი საფრანგეთის გრაფებს, ხოლო 1285-1328 წლებში საფრანგეთის მეფეებს ეპყრათ. ნავარა ეკონომიკურად ჩამორჩენილი სახელმწიფო იყო. 1512 წელს ნავარის დიდი ნაწილი (ზემო ნავარა) დაიპყრო ფერდინანდ არაგონელმა და ესპანეთს შეუერთა. ნავარის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი (ქვემო ნავარა) 1589 წლამდე ფორმალურად დამოუკიდებელი სამეფო იყო. როდესაც ნავარის მეფე ანრი ნავარელი საფრანგეთის ტახტზე ავიდა, ნავარა საფრანგეთს შეუერთდა.

რესურსები ინტერნეტში