ნიკოლაი კოპერნიკი

ნიკოლაი კოპერნიკი

ნიკოლაი კოპერნიკი (დ. 19 თებერვალი, 1473, ქ. თორნი (პოლონურად თორუნი), დასავლეთი პრუსია — გ. 24 მაისი, 1543, ფრაუენბერგი (დღევანდელი ფრომბორკი), ერმლანდის სამთავრო) — რენესანსის ეპოქის მათემატიკოსი, ასტრონომი და კათოლიკე კანონიკოსი.

კოპერნიკმა ხანგრძლივი კვლევა-ძიების შედეგად დაამტკიცა, რომ სამყაროსა და პლანეტების ცენტრი მზეა. დედამიწაც, როგორც საერთო პლანეტა, ბრუნავს მზის გარშემო. ამ აღმოჩენით საფუძველი ჩაეყარა ჰელიოცენტრულ სისტემას (ბერძ. ‘ήλιος. „ჰელიოს“ ნიშნავს მზეს, ლათ. centrum „ცენტრუმ“ — ცენტრს).

კოპერნიკი ვერ მოესწრო თავისი წიგნის („ცის სფეროების გარემოქცევათა თაობაზე“) გამოცემას, ხოლო როდესაც მისი ნაშრომი დაიბეჭდა, კათოლიკურმა ეკლესიამ ის აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში