ორსეს მუზეუმი (ფრანგ.Musée d'Orsay) — სახვითი ხელოვნებისმუზეუმიპარიზში. მდებარეობს მდ. სენის მარცხენა სანაპიროზე. მუზეუმში წარმოდგენილია ძირითადად 1848–1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშები: ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ავეჯი, სხვა ხელოვნების ნიმუშები და ფოტოები. მუზეუმს იმპრესიონისტთა და პოსტიმპრესიონისტთა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია აქვს. ითვლება სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ უდიდეს მუზეუმად ევროპაში. 2019 წელს მუზეუმის დამთვალიერებელთა რაოდენობამ 3.6 მილიონს გადააჭარბა..
ორსეს მუზეუმი სპექტაკლებისა და კონცერტების გამართვის ადგილსაც წარმოადგენს. ამას გარდა, აქ იმართება კინოს წარმოშობისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფესტივალი. პარიზის სხვა მუზეუმთა მსგავსად ორსე ორშაბათობით დაკეტილია.
ისტორია
1986 წელს ძველი გარ დ'ორსე (ფრანგ.Gare d'Orsay) გახდა დამაკავშირებელიი ჯაჭვი ლუვრსა და პომპიდუს ცენტრს შორის, როცა ის რკინიგზის სადგურიდან მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ხელოვნების მუზეუმად გადააკეთეს. აშენდა რა ვიქტორ ლალუს მიერ ორლეანის რკინიგზის კომპანიის შეკვეთით, სადგურისა და მისი სასტუმროს ინაუგურაცია 1900 წლის მსოფლიო ექსპოზიციის დროს მოეწყო.
მუზეუმი
დღეისათვის ორსეს მუზეუმში წარმოდგენილია ისეთი ოსტატების ნამუშევრები, როგორებიც არიან:
↑Gare d'Orsay is a former Paris railway station and hotel, built in 1900 to designs by Victor Laloux, Lucien Magne and Émile Bénard; it served as a terminus for the Chemin de Fer de Paris à Orléans (Paris-Orléans Railway).