პარიზის ზავი (1898)

პარიზის ზავი
ზავი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ესპანეთის სამეფოს შორის.
ხელი მოეწერა 10 დეკემბერი, 1898
ადგილი პარიზი
ძალაში შევიდა 11 აპრილი, 1899
ხელი მოაწერეს ესპანეთის დროშა ესპანეთი
აშშ-ის დროშა აშშ

პარიზის ზავი — სამშვიდობო ხელშეკრულება აშშ-სა და ესპანეთს შორის. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს პარიზში 1898 წლის 10 დეკემბერს. ზავით ოფიციალურად დასრულდა ესპანეთ-ამერიკის ომი.

ხელშეკრულების მიხედვით კუბამ მიიღო დამოუკიდებლობა. ამერიკამ მიიღო პუერტო-რიკო, გუამი და ფილიპინები და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე საკუთარ თავზე აიღო მათი დაცვა. ფილიპინებისათვის ესპანეთმა მიიღო 20 მლნ დოლარი.

სქოლიო

  1. Treaty of Peace Between the United States and Spain; December 10, 1898. Avalon Project - Documents in Law, History and Diplomacy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2016-03-29.