პასატები — მუდმივი ქარები, რომლებიც ორივე ნახევარსფეროს ტროპიკული სარტყლიდან ქრის ეკვატორის მიმართულებით. დედამიწის ზედაპირთან ხახუნის შედეგად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გარდაიქმნება ჩრდილო-აღმოსავლეთის, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარებად. ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში 30°-იანი განედების მაღალი წნევის არეებიდან ეკვატორისკენ ქრის, სადაც დაბალი წნევაა.