ტიპი | სააქციო საზოგადოება |
---|---|
დაფუძნდა | 2013 |
სათავო ოფისი |
თბილისი საქართველო შოთა რუსთაველის გამზირი, 15 |
პაშა ბანკი — ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.
პაშა ბანკი 2007 წელს დაარსდა აზერბაიჯანში. ის სააქციო კაპიტალის მიხედვით ქვეყნის საბანკო სექტორში პირველია, ხოლო აქტივების სიდიდით კი — ხუთეულში შედის. Standard and Poor’s-ის მიერ ბანკს მინიჭებული აქვს გრძელვადიანი ‘BB-’ და მოკლევადიანი ‘B’ რეიტინგი სტაბილური პროგნოზით. Fitch Ratings-ის მიერ კი პაშა ბანკს მიენიჭა ‘B+’ რეიტინგი სტაბილური პროგნოზით. პაშა ბანკი შედის PASHA Holding-ის შემადგენლობაში, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ჯგუფს. PASHA Holding ფლობს აქტივებს ეკონომიკის შემდეგ სექტორებში: დაზღვევა, საბანკო საქმიანობა, უძრავი ქონების მართვა, მშენებლობა, ტურიზმი და სხვა. პაშა ბანკმა საქართველოში ოპერირება 2013 წელს დაიწყო, ხოლო თურქეთში — 2015 წლის დასაწყისში.
პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს: კორპორატიულ სესხებს, დეპოზიტებს, სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებას, სახაზინო ოპერაციებს, ფასიანი ქაღალდების ემისიას და სხვა პროდუქტებს.
პაშა ბანკი საქართველოს მოგებული აქვს სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ნომინაცია:
პაშა ბანკი ფლობს სხვადასხვა ჯილდოს შემდეგ ნომინაციებში: