პიერიის წყარო — შთაგონების წყარო ბერძნულ მითოლოგიაში, მაკედონიის პიერიის წყარო ეძღვნებოდა მუზებს. მეტაფორულად წარმოადგენს ცოდნის, ხელოვნებისა და მეცნიერების წყაროს. ის პოპულარული გახდა ალექსანდრე პოუპის პოემის „An Essay on Criticism“-ის (1709) კუპლეტიდან:
- „A little learning is a dangerous thing;
- Drink deep, or taste not the Pierian spring:
- There shallow Draughts intoxicate the Brain,
- And drinking largely sobers us again.“
პიერია წარმოადგენს ძველი მაკედოონიის მხარეს, მთა ოლიმპის მდებარეობის ადგილს. მითების სხვადასხვა ვარიანტების მიხედვით აქ ბინადრობენ ორფეოსები (ძველ ბერძნულ მითოლოგიაში მომღერალი და მუსიკოსი) და მუზები (პიერიდები). ითვლება, რომ წყაროს წყლის შესმის მერე ადამიანი მოიპოვებს ცოდნასა და შთაგონებას.