პლოიეშტი

ქალაქი
პლოიეშტი
Ploiești
დროშა გერბი

ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ჟუდეცი პრაჰოვის ჟუდეცი
კოორდინატები 44°56′00″ ჩ. გ. 26°02′00″ ა. გ. / 44.93333° ჩ. გ. 26.03333° ა. გ. / 44.93333; 26.03333
ქალაქის მერი ადრიან-ფლორინ დობრე
დაარსდა 1596
ფართობი 58.28 კმ²
ცენტრის სიმაღლე 160
მოსახლეობა 233 663 კაცი (2016 )
სიმჭიდროვე 3 394 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 100xxx
ოფიციალური საიტი ploiesti.ro
პლოიეშტი — რუმინეთი
პლოიეშტი

პლოიეშტი (რუმ. Ploiești), ძველად ცნობილი იყო როგორც პლოეშტი (რუმ. Ploești) — რუმინეთის პრაჰოვის ჟუდეცის ქალაქი და მისი ადმინისტრაციული ცენტრი.

თანამედროვე ქალაქი ისტორიული რეგიონის კუნტენის ნაწილია და მდებარეობს ბუქარესტიდან 56 კილომეტრით ჩრდილოეთით. ქალაქის ფართობი დაახლოებით 60 კვადრატული კილომეტრია. ქალაქი მდებარეობს პრაჰოვას ხეობის მიმდებარედ, რუმინეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ალპური ტურიზმის ობიექტთან.

პლოიეშტი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, რომელიც ბუქარესტს აკავშირებს ტრანსილვანიასა და მოლდავეთთან. 2011 წლის რუმინეთის აღწერის თანახმად, ქალაქ პლოიეშტში ცხოვრობდა 201 226 ადამიანი, რის მიხედვითაც ის რუმინეთის სიდიდით მე-9 ქალაქია.

ისტორია

პლოიეშტი დოკუმენტებში პირველად XVI საუკუნეში მოიხსენიება, ვლახეთის მთავრის მიხაი ვიტააზულის აღსაყდრების დროს. იგი XVII და XVIII საუკუნეებში ვაჭრობისა და მანუფაქტურის ცენტრი იყო. 1864 წელს გაიხსნა პლოიეშტისა და ბრაშოვის დამაკავშირებელი გზა, ხოლო რკინიგზა — 1864 წელს. ამავე პერიოდში აშენდა ბევრი სკოლა და საავადმყოფო.

XIX საუკუნის შუა პერიოდში პლოეიშტის რეგიონი გახდა ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი წამყვანი ადგილი. ძმებმა მეჰედინცეანუებმა 1856–1857 წლებში გახსნეს მსოფლიოში პირველი დიდი ქარხანა პლოეშტში. ქალაქი ასვე იყო თვითგამოცხადებული პლოიეშტის რესპუბლიკის დედაქალაქი, რომელმაც ცოტახნით იარსება 1870 წელს რუმინეთის სამეფოში გაერთიანებამდე.

პირველი მსოფლიო ომის დროს პლოეშტის ნავთობის მომპოვებელი ობიექტები ერთ-ერთ სამიზნედ იქცა. ცენტრალური ძალები რუმინეთში 1916 წელს შეიჭრნენ, მაგრამ ბრიტანეთის არმიის ოპერაციამ ჯონ ნორტონ-გრიფიტსის ხელმძღვანელობით გაანადგურა წარმოება.

მეორე მსოფლიო ომი

ქალაქი ძლიერად დაზიანდა 1940 წლის ნოემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. ის ნაცისტური გერმანიისთვის ნავთობის ერთ-ერთი წყარო იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. მოკავშირეებმა პლოიეშტი მეორე მსოფლიო ომის ნავთობის კამპანიის სამიზნე გახადეს და მას თავს დაესხნენ განმეორებით, 1942 წლის ივნისს და მოგვიანებით 1943 წლის 1 აგვისტოს. საბჭოთა ძალებმა პლოიეშტი 1944 წლის აგვისტოში დაიპყრეს.

ომის შემდეგ, რუმინეთის ახალმა კომუნისტურმა რეჟიმმა ნაციონალიზაცია მოახდინა ნავთობის ინდუსტრიაში, რომელიც ძირითადად კერძო საკუთრებაში იყო და სახელმწიფომ ასევე მასიური ინვესტიციები განახორციელა ნავთობისა და ნავთობის ინდუსტრიაში ქვეყნის მოდერნიზაციისა და ომის ზარალის გამოსწორების მიზნით.

დემოგრაფია

მოსახლეობის ისტ. რაოდენობა
წელი მოს. ±%
1810 2 024
1859 26 468 +1207.7%
1899 45 107 +70.4%
1912 56 460 +25.2%
1930 79 149 +40.2%
1941 107 068 +35.3%
1948 95 632 −10.7%
1956 114 544 +19.8%
1966 146 922 +28.3%
1977 199 699 +35.9%
1992 252 715 +26.5%
2002 232 527 −8.0%
2011 209 945 −9.7%

პლოეშტის მოსახლეობა 56 460 კაციდან, 1912 წლის დეკემბრის აღწერის მონაცემების თანახმად, 1992 წლის იანვრში 252 715 ადამიანამდე გაიზარდა. კომუნიზმის დაცემის შემდეგ, ქალაქის მოსახლეობა მცირდება როგორც ემიგრაციის, ასევე შობადობის შემცირების გამო. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, მოსახლეობა შემცირდა 232 527 ადამიანამდე. 2011 წლის აღწერის მონაცემების თანახმად, პლოიეშტის მოსახლეობა 197 542 ადამიანი იყო, ხოლო პლოიეშტის მიტროპოლიტის რაიონში 266 457 ადამიანი ცხოვრობდა.

მოსახლეობის უმეტესობა რუმინელია (90,64%), მაგრამ ასევე ცხოვრობენ ბოშების (2,4%), ძირითადად ქალაქის გარეუბნებში, როგორიცაა: ბერეასკა, მიმიუ და რადუ დე ლა აფუმაცი. მოსახლეობის 6,65%-ის ეთნიკური წარმომავლობა უცნობია. პლოიეშტში მცხოვრებთა უმეტესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია (90,7%).

ეკონომიკა

1989 წლის რუმინეთის რევოლუციის შემდეგ, პლოიეშტში სწრაფი ეკონომიკური ზარალი აღმოჩნდა მთავრობის რეფორმებისა და უცხოური კომპანიების ინვესტიციების გამო. ქალაქი მდებარეობს მხოლოდ 60 კილომეტრით ჩრდილოეთით ბუქარესტიდან. ეს არის ძლიერი ინდუსტრიული ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია განსაკუთრებით ნავთობის მოპოვებასა და გადამამუშავებელ მრეწველობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის მოპოვება რეგიონში სტაბილურად მცირდება, ჯერ კიდევ არსებობს ოთხი ოპერაციული ნავთობის მომპოვებელი ობიექტები, რომლებიც დაკავშირებულია ნავთობსადენების საშუალებით ბუქარესტამდე, შავი ზღვის პორტ კონსტანცამდე და დუნაიზე მდებარე ჯურჯუს ნავსაყუდლამდე. პლოიეშტის ასევე აქვს ტექსტილის წარმოების დიდი გამოცდილება.

გერმანულმა საცალო სავაჭრო ობიექტმა Tengelmann- მა ააშენა საწყობი პლოიეშტში, რომლის მთლიანი ღირებულება 200 მილიონ ევროს შეაფგენდა. რუმინეთში Interex-ის პირველი მაღაზია გაიხსნა 2002 წლის ივნისში პლოიეშტში. Interex- ის საწყობი და ობიექტები შეიძინა Penny Market XXL- მა 2014 წელს.

განათლება

პირველი სკოლა პლოეშტში 1777 წელს გაიხსნა, ხოლო 1832 წლისთვის კიდევ რამდენიმე დაწყებითი სკოლის მშენებლობა დასრულდა. საშუალო განათლების მიღება ქალაქში შესაძლებელი პირველად 1864 წელს გახდა.

პლოიეშტში მდებარეობს შემდეგი უნივერსიტეტები:

  • ნავთობისა და გაზის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1948 წელს
  • ჯორჯ ბარიციუს უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 2002 წელს

პოლიტიკა

2016 წლის ადგილობრივ არჩევნებში არჩეული პლოიეშტის საკრებულო შედგება 27 მრჩეველისგან, შემდეგი პარტიული შემადგენლობით:

საერთაშორისო ურთიერთობები

დაძმობილებული ქალაქები

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Results of the 2016 local elections. Central Electoral Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-15. ციტირების თარიღი: 2020-04-03
  2. Populaţia României pe localitati la 1 ianuarie 2016 ro. INSSE (6 June 2016). ციტირების თარიღი: 3 November 2017
  3. WORLD EVENTS: 1844-1856. PBS.org. ციტატა: „"world's first oil refinery"“ ციტირების თარიღი: 2009-04-22
  4. Burg, David F. (2010). Almanac of World War I, L. Edward Purcell, University Press of Kentucky, გვ. 336. ISBN 9780813137711. „7 December 1916 Falkenhayn's Ninth Army turns to the north in hopes of capturing the oil fields and refineries at Ploesti, but Falkenhayn is too late: John Norton-Griffiths has done his work. The oil fields at Ploesti, Targoviste, and elsewhere are aflame and their refining facilities in ruins - a severe loss to the German war effort, as it will be months before production can be restored.“ 
  5. Video: American Bombers Smash Axis Oil Fields In Romania Etc. (1943). Universal Newsreel. https://archive.org/details/gov.archives.arc.38971.
  6. 2002 Census. ციტირების თარიღი: 2010-06-13
  7. Palatele țigănești din Ploiești, luxul răzleț din cartierele sărace de romi ro (30 January 2013). ციტირების თარიღი: 11 April 2017
  8. Palatele țigănești din Ploiești, luxul răzleț din cartierele sărace de romi ro (30 January 2013). ციტირების თარიღი: 11 April 2017
  9. 2011 census results: Tab13. Ethnicity data – counties, cities and villages. National Institute of Statistics - România (July 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-07. ციტირების თარიღი: 2021-01-08.
  10. Penny Market XXL, pe locul fostului magazin Interex Ploiești. Adevarul.ro. ციტირების თარიღი: 2014-04-08
  11. www.upg-ploiesti.ro/. ციტირების თარიღი: 2020-02-04
  12. www.universitateagbaritiu.ro/index.php?option=com_content&view=article&id=68&Itemid=385. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-09. ციტირების თარიღი: 2014-04-08
  13. Radom - Miasta partnerskie pl. Miasto Radom . დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-03. ციტირების თარიღი: 2013-08-07
  14. Radom - miasta partnerskie pl. radom.naszestrony.pl. ციტირების თარიღი: 2013-08-07