ქალაქი | |||
---|---|---|---|
პორვოო ფინ. Porvoo; შვედ. Borgå | |||
პორვოოს ისტორიული ნაწილი, ივლისი 2010 | |||
| |||
ქვეყანა | ფინეთი | ||
რეგიონი | უუსიმაა | ||
მუნიციპალიტეტი | პორვოოს რაიონი | ||
კოორდინატები | fi 60°23′40″ ჩ. გ. 025°39′50″ ა. გ. / 60.39444° ჩ. გ. 25.66389° ა. გ. | ||
ქალაქის მმართველი | იუკკა-პეკკა უიულა | ||
დაარსდა | 1346 | ||
ფართობი | 654,42 კმ² | ||
ოფიციალური ენა | ფინური | ||
მოსახლეობა | 50 083 კაცი (2017) | ||
სიმჭიდროვე | 76,57 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||
საფოსტო ინდექსი | 06100 | ||
ოფიციალური საიტი | porvoo.fi | ||
პორვოო (ფინ. Porvoo; შვედ. Borgå) — ფინეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. პორვოო მდებარეობს ქვეყნის სამხრეთით, უუსიმაას რეგიონში, ჰელსინკიდან 50 კილომეტრის დაშორებით. პორვოო ფინეთის სიდიდით 21-ე ქალაქია და მისი მოსახლეობა 50 083-ს ადამიანს შეადგენს. ქალაქი გამოირჩევა შვედურენოვანი მოსახლეობის სიმრავლით. 2016 წლის მონაცემებით პორვოოს მოსახლეობის 29,6%-სთვის შვედური მშობლიური ენაა.
პორვოოში ასევე განლაგებულია ფინეთის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის შვედურენოვანი ეპარქია.
ისტორიულ წყაროებში პორვოო პირველად XIV საუკუნეში მოიხსენიება. რეგიონში პირველი დასახლებები XIII საუკუნეში ჩნდება. პორვოოსთვის ქალაქის სტატუსი შვედეთის მონარქმა, მაგნუს ერიკსონმა 1346 წელს მიანიჭა. ქალაქის სახელი შვედური Borgå-დან მომდინარეობს რაც ქართულად „ციხის მდინარეს“ ნიშნავს.
XIX საუკუნის დასაწყისში შვედეთის სამეფომ, ფინეთი, რუსეთის იმპერიას დაუთმო. 1809 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მოიწვია პორვოოს კრება. პორვოოს კრება მიიჩნევა ფინეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ქვაკუთხედად. ამ კრებაზე ფინეთს დაუმტკიცდა საკუთარი ენის, სარწმუნეობის და კონსტიტუციის ქონის უფლება.
ნიკოლოზ I-ის მმართველობის პერიოდში დაიგეგმა პორვოოს გაფართოება, რის შედეგადაც აშენდა ქალაქის იმპერიული ნაწილი. პორვოოს იმპერიული ნაწილის მთავარი არქიტექტორი იყო კარლ ლუდვიგ ენგელი, რომელმაც ასევე დაგეგმა ჰელსინკის ცენტრალური ნაწილი. პორვოოს ისტორიული ნაწილი (როგორც იმპერიული, ასევე შვედეთის მმართველობის პერიოდის) დღესდღეობით ითვლება ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად.
2017 წლის მაისის მონაცემებით პორვოოს მოსახლეობა 50 083-ს ადამიანს შეადგენს. 1980 წლიდან ქალაქის მოსახლეობა სტაბილურად იზრდება, რაც განპირობებულია ქალაქის უსაფრთხო გარემოთი, კომერციული და საჯარო მომსახურეობის ხელმისაწვდომობით, და სამუშაო ადგილების სიმრავლით. მოსახლეობის 64,2% ფინურენოვანია, 29,6% კი შვედურენოვანი. თუმცა შვედურენოვანი მოსახლეობის რაოდენობა თანდათანობით კლებულობს, შედარებისთვის 1960 წელს პორვოოს შვედურენოვანი მოსახლეობა ქალაქის 54,7% მოიცავდა.
ქალაქის მმართველი არის იუკკა-პეკკა უიულა. პორვოოს საკრებულოს ჰყავს 51 დეპუტატი. პორვოოში შვედურენოვანი მოსახლეობის სიმრავლის გამო, საკრებულოს არჩევნებს ხშირად ფინეთის შვედ მოქლაქეთა პარტია იგებს. 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, საკრებულოს შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
პოლიტიკური პარტია | ხმათა % | წარმომადგენელი |
---|---|---|
ფინეთის შვედ მოქლაქეთა პარტია | 29,7 | 16 |
სოციალ-დემოკრატიული პარტია | 22,5 | 12 |
მწვანეთა პარტია | 15,2 | 8 |
ნაციონალური კოალიცია | 13,8 | 7 |
ცენტრისტული პარტია | 7,6 | 4 |
ჭეშმარიტ ფინელთა პარტია | 4,4 | 2 |
მემარცხენე ალიანსი | 3,3 | 1 |
ქრისტიან-დემოკრატიული პარტია | 2,4 | 1 |
პორვოოში არის რამდენიმე სკოლა და ლიცეუმი, აგრეთვე მუსიკალური, სამხატვრო და პროფესიული სასწავლებლები. პორვოოში განლაგებულია ორი უმაღლესი სასწავლებლის კამპუსი:
პორვოოს დაძმობილებული ქალაქები: