პრატიბა პატილი | |
ინდოეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ივლისი 2007 – 24 ივლისი, 2012 | |
წინამორბედი | აბდულ ქალამი |
მემკვიდრე | პრანაბ მუხერჯი |
დაბადებული | 19 დეკემბერი, 1934 ნადგაონი ინდოეთი |
პრატიბა პატილი( მარათ. प्रतिभा पाटील; ქორწინების სახელი - Pratibha Devisingh Shekhavat प्रतिभा देविसिंह शेखावत; დ. 19 დეკემბერი, 1934 მაჰარაშტრა, ჯალგაონის რაიონი, სოფელი ნადგაონი) — ინდოეთის პირველი ქალი-პრეზიდენტი. ის ასევე პირველი მაჰარაშტრელია ამ პოსტზე. ინდოეთის ეროვნული კონგრესის წევრი; გაერთიანებული პროგრესული ალიანსისა და ინდოეთის მემარცხენეთა კანდიდატი. გაიმარჯვა 2007 წლის 19 ივლისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც დაამარცხა მისი უახლოესი მოპაექრე ბაირონ სინგ შეხავატი დაახ. 300 000 ხმით. პრეზიდენტად კურთხევა 25 ივლისს მოხდა.
საშუალო განათლება ვიდიალიაში, ჯალგაონის რაიონში, მიიღო. მოგვიანებით სწავლას აგრძელებს ჯალგაონის კოლეჯში, სადაც ეუფლება პოლიტიკურ მეცნიერებებსა და ეკონომიკას, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ბომბეის სახელმწიფო იურიდიულ ინსტიტუტში და იღებს ბაკალავრის ხარისხს იურისპრუდენციაში.
პრატიბა პატილი გათხოვილია. მისი მეუღლე მესამე ქორწინებიდან არის მუმბაის ინსტიტუტის ქიმიის პროფესორი დევესინგჰ რამსინგ შეხავათი. მათ ჰყავთ ორი შვილი: ქალიშვილი ჯიოტი რასორი და ვაჟიშვილი შრი რაჯენდრა სინგჰი.
წინამორბედი: აბდულ ქალამი |
ინდოეთის პრეზიდენტი 2007 – დღემდე |
შემდეგი: დღემდე |