ქალაქი | |
---|---|
პუნა მარათჰი पुणे | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | მაჰარაშტრა |
შიდა დაყოფა | 41 |
კოორდინატები | 18°31′13″ ჩ. გ. 73°51′24″ ა. გ. / 18.52028° ჩ. გ. 73.85667° ა. გ. |
დაარსდა | 1436 |
ფართობი | 700 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 560 მ |
ოფიციალური ენა | ჰინდი ენა, მარათჰი და ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 3 115 431 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 7 214 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | +91- 20- XXXX XXXX |
საფოსტო ინდექსი | 411001–411062 |
საავტომობილო კოდი | MH 12 |
ოფიციალური საიტი | pune.nic.in |
პუნა (მარათჰი पुणे) — მერვე უდიდესი მეტროპოლიური არეალი ინდოეთში და მეორე უდიდესი მაჰარაშტრის შტატში, მუმბაის შემდეგ, უდიდესი ქალაქი დასავლეთ გჰატებისს მთის სისტემაში. მდებარეობს ზღვის დონიდან 560 მეტრზე, დეკანის ზეგანზე, მდინარე მულასა და მუთჰას შერწყმის ადგილზე.. ქალაქი, რომელიც ერთ დროს მარათჰის იმპერიის დედაქალაქი იყო, დღეს პუნეს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია.
პუნე, როგორც ქალაქი ახ. წ. 937 წლიდან არსებობს. თავდაპირველად მას პუნავადის ეძახდნენ. 1730 წელს, პუნა პეშვას (თანამედროვე გაგებით პრემიერ-მინისტრი) სარეზიდენციო ქალაქი გახდა, ამ პერიოდში პუნე ინდოეთის პოლიტიკური ცენტრი ხდება. 1817 წელს ქალაქის ანექსია ბრიტანეთის ინდოეთმა მოახდინა და ქალაქი-კანტონმენტის ფუნქციებს ასრულებდა. ინდოეთის დამოუკიდებლობამდე ასევე ითავსებდა ბომბეის ოლქის „მუსონური დედაქალაქის“ ფუნქციებს.
დღეისათვის, პუნე ცნობილია თავისი საგანმანათლებლო შესაძლებლობებითა და შედარებითი კეთილდღეობით. იგი მაჰარაშტრის შტატის კულტურული დედაქალაქია. 1950-60-იანი წლებიდან გააჩნია კარგად განვითარებული მანუფაქტურა, მინის, შაქრის და ჭედვითი წარმოებები. მისი ცენტრი მზარდი ჰინტერლანდია (შიდა რაიონი), მრავალი საინფორმაციო ტექნოლოგიითა და საავტომობილო კომპანიით. ქალაქი გამოირჩევა მრავალგვარი კულტურული აქტივობებით, მაგალითად კლასიკური მუსიკით, სპირიტუალობით, თეატრით, სპორტითა და ლიტერატურით. ეს საქმიანობები და სამუშაოს შოვნის შესაძლებლობები მთელი ინდოეთიდან და დანარჩენი მსოფლიოდან მრავალ მიგრანტსა და სტუდენტს იზიდავს, რომლებიც ქალაქში მრავალ საზოგადოებასა და კულტურას ქმნიან.
პუნას გამა გლობალური ქალაქის კატეგორიას ფლობს.