ჟან I დე ბურბონი | |
---|---|
ბურბონის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 აგვისტო, 1410 |
მმართ. დასასრული: | 5 თებერვალი, 1434 |
წინამორბედი: | ლუი II |
მემკვიდრე: | შარლ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1381 |
გარდ. თარიღი: | 5 თებერვალი, 1434 |
მეუღლე: | მარი ბერელი |
შვილები: |
შარლ I, ბურბონის ჰერცოგი ლუი, ფორეს გრაფი ლუი I, მონტესპიერის გრაფი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი II, ბურბონის ჰერცოგი |
დედა: | ანა ოვერნელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ჟან I დე ბურბონი (ფრანგ. Jean Ier de Bourbon; დ. 1381 — გ. 5 თებერვალი, 1434) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგ ლუი II-ისა და ანა ოვერნელის ვაჟი. ბურბონის ჰერცოგი 1410-34 წლებში.
ჟანი დაიბადა 1381 წელს. იგი იყო ბურბონის ჰერცოგ ლუი II-ისა და ანა ოვერნელის უფროსი ვაჟი. 1400 წელს იგი დაქორწინდა უკვე ორჯერ დაქვრივებულ მარი ბერელზე, რომელიც იყო საფრანგეთის მეფე ჟან II-ის ვაჟის, ბერის ჰერცოგ ჟან დე ვალუას ნაბოლარა ქალიშვილი.
ჟანსა და მარის ქორწინებაში სულ სამი შვილი შეეძინათ:
ჟანს ასევე ჰყავდა ერთი უკანონო ქალიშვილი:
1410 წელს ლუი II-ის გარდაცვალების შემდეგ, ბურბონის ჰერცოგი ჟან I ხდება. 1415 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფრანგებსა და ინგლისელებს შორის გამართულ აზენკურის ბრძოლაში, რა დროსაც იგი ინგლისელებმა ტყვედ ჩაიგდეს და ლონდონში გამოკეტეს. მთელი დარჩენილი ცხოვრება, მან ლონდონის ციხეში გაატარა. ფრანგები ცდილობდნენ მის გამოსყიდვას, თუმცა გამოსასყიდი მეტისმეტად დიდი იყო, რის გამოც იგი ტყვეობაში რჩებოდა. იგი გარდაიცვალა 1434 წლის 5 თებერვალს, ლონდონში.