რამონ პერეს დე აიალა | |
---|---|
ესპ. Ramón Pérez de Ayala | |
დაბადების თარიღი | 9 აგვისტო, 1880 ან 9 აგვისტო, 1881 |
დაბადების ადგილი | ოვიედო |
გარდაცვალების თარიღი | 5 აგვისტო, 1962 |
გარდაცვალების ადგილი | მადრიდი |
დასაფლავებულია | ალმუდენის სასაფლაო |
საქმიანობა | მწერალი, მესვეტე, დიპლომატი, პოეტი და პოლიტიკოსი |
მოქალაქეობა | ესპანეთი |
ალმა-მატერი | ოვიედოს უნივერსიტეტი და Colegio de la Inmaculada |
ჟანრი | პოეზია და რომანი |
ჯილდოები | მარიანო დე კავიას პრემია |
რამონ პერეს დე აიალა (ესპ. Ramón Pérez de Ayala; დ. 9 აგვისტო, 1880, ოვიედო — გ. 5 აგვისტო, 1962, მადრიდი) — ესპანელი მწერალი. ეკუთვნის რომანები: „წყვდიადი მაღლობებში“ (1907), „უფლის სადიდებლად“ (1910) და „მოხეტიალენი და მოცეკვავენი“ (1913), ასევე მემუარების წიგნი, ლიტერატურულ-კრიტიკული შრომები და სხვა.
თავდაპირველად კოსტუმბრიზმის მომხრე იყო, მოგვიანებით კი მის შემოქმედებაში სიმბოლიზმისა და ფსიქოლოგიური ეგოცენტრიზმის ელემენტები, აბსტრაქციული პარადოქსები, პესიმისტური განწყობილება გაჩნდა.
1931—1936 წლებში იყო ესპანეთის ელჩი ინგლისში, ხოლო ესპანეთის სამოქალაქო ომის გამო (1936—1939) სამხრეთ ამერიკაში გაიქცა.