რიჩარდ ტალერი | |
---|---|
ტალერი 2015 წელს | |
მშობლიური სახელი | Richard Thaler |
დაბ. თარიღი | 12 სექტემბერი, 1945 |
დაბ. ადგილი | აშშ, ნიუ ჯერსი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ეკონომისტი |
მოღვაწეობის სფერო | behavioral economics |
დამსაქმებელი | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, MIT Sloan School of Management და სანტა-კლარას უნივერსიტეტი |
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა | ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ეკონომეტრიკის საზოგადოება |
გავლენა მოახდინეს | |
ჯილდოები | ნობელის პრემია ეკონომიკაში |
ალმა-მატერი |
•კეის ვესტერნ რეზერვის უნივერსიტეტი •როჩესტერის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხელმძღვანელი | Sherwin Rosen |
რიჩარდ ტალერი (12 სექტემბერი, 1945) — ამერიკელი ეკონომისტი ჩიკაგოს უნივერსიტეტსა და ბუთის ბიზნეს სკოლაში. 2015 წელს ტალერი იყო ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი.
ტალერი დანიელ კანემანთან და სხვა მეცნიერებთან ქცევითი ეკონომიკის კვლევისათვის თანამშრომლობდა.
2017 წელს დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ეკონომიკის დარგში ქცევით ეკონომიკაში შეტანილი წვლილისათვის. მის დაჯილდოებას შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემია გამოეხმაურა შემდეგი კომენტარით:
ტალერი დაიბადა ნიუ ჯერსიში 1945 წელს. დედამისი როსლინი (მელნიკოფი, 1921–2008), იყო მასწავლებელი, ხოლო მამა, ალან მორის ტალერი (1917–2004), დაიბადა ტორონტოში და მუშაობდა „Prudential Financial“-ში. მისი ოჯახი იყო ებრაული. ტალერი გაიზარდა ორ უმცროს ძმასთან ერთად. ტალრი დაქორწინებულია ფრენსი ლესლერზე, მარკეტინგის ყოფილ პროფესორზე. პირველი ქორწინებიდან ჰყავს სამი შვილი.
2017 წელს ტალერს გადაეცა ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში. ნობელის პრემიის წარმომადგენლების თქმით, ტალერის კველევით, შესაძლებელი გახდა ეკონომიკის ფსიქოლოგიის გაგება — თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგია სხვადასხვა ეკონომიკურ გადაწყვეტილებაზე.
მას შემდეგ, რაც ტალერმა პრემიის მიღების შესახებ გაიგო განაცხადა, რომ მისი ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო, „რომ ეკონომიკური აგენტები ადამიანები არიან და ეკონომიკური მოდელები უნდა ითვალისწინებდეს ამას“.
|1=
(დახმარება)
|