ჩრდილოეთი დობრუჯა (კუნძულ ზმეინის ჩათვლით): დღეს რუმინეთის შემადგენლობაში (ზმეინი კუნძულის გამოკლებით, რომლებიც 1948 წლიდან გახდა უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორია, ხოლო 1991 წლიდან უკრაინის);
ბანატი (ისტორიული პარციუმის ნაწილი): 1918 წლიდან გაყოფილია რუმინეთსა სერბეთსა და უნგრეთს შორის;
კრიშანა (ისტორიული პარციუმის ნაწილი): 1918 წლიდან გაყოფილია რუმინეთსა და უნგრეთს შორის;
მარამურეში (ისტორიული პარციუმის ნაწილი): 1918 წლიდან მისი სამხრეთი ნაწილი რუმინეთის შემადგენლობაშია, ხოლო ჩრდილოეთის ნაწილი უკრაინის შემადგენლობაში.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ან მას შემდეგ რუმინეთმა მისი ტერიტორიების ნაწილი დაკარგა: სამხრეთი დობრუჯა 1940 წელს, ჩრდილოეთი ბუკოვინა და ჰერცა 1940 წელს, კუნძული ზმეინი 1948 წელს, ბესარაბია 1940 წელს.