რუსეთის დემოგრაფია — რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის მახასიათებლები, მათ შორის, მოსახლეობის ზრდა, სიმჭიდროვე, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეკონომიკური სტატუსი და სხვა საკითხები.
2017 წლის 1 იანვრის მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობა, ყირიმის ჩაუთვლელად (მისი ანექსია არ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ), 144 498 215 ადამიანს შეადგენს. ამავე თარიღის მონაცემებით, ყირიმისა და სევატოპოლის ჩათვლით, მოსახლეობა 146 804 372 კაცს შეადგენს.
2015 წლის მონაცემების მიხედვით, შობადობის საერთო მაჩვენებებლით — 1.777 შვილი თითოეულ ქალზე, აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში უმაღლესი იყო. 2013 წელს, რუსეთის მოსახლეობამ, 1990 წლის შემდეგ პირველად განიცადა მოსახლეობის ბუნებრივი მატება, რაც 22 700 ადამიანს შეადგენდა. იმიგრაციის გათვალისწინებით, მოსახლეობა 294 500-ით გაიზარდა.
2010 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 81%-ს ეთნიკური რუსები შეადგენენ. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, აღნიშნული ხვედრითი წილი, სტაბილურობას ინარჩუნებს. შემდეგი ექვსი სხვა ეროვნების მოსახლეობის რაოდენობა, 1 მილიონს აღემატება: თათრები (3.9%), უკრაინელები (1.4%), ბაშკირები (1.1%), ჩუვაშები (1%), ჩეჩნები (1%) და სომხები (0.9%). საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, 160 განსხვავებული ეთნიკური ჯგუფია დასახლებული.
რუსეთის მოსახლეობის სიმჭიდროვე, 8.4 კაცი 1 კვ. კმ-ზე, რის მიხედვითაც, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათად დასახლებული ქვეყანაა. მოსახლეობის სიმჭიდროვე შედარებით მაღალია ქვეყნის ევროპულ ნაწილში, რომლისთვისაც ზომიერი კლიმატია დამახასიათებელი. მოსახლეობის 74% ურბანულია, რაც რუსეთს ძალზე ურბანიზებულ ქვეყანად წარმოაჩენს.
რუსეთის მოსახლეობამ, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე მაქსიმუმს მიაღწია. შობადობის დაბალმა მაჩვენებელმა და სიკვდილიანობის საგრძნობლად ზრდამ, მოსახლეობის რაოდენობის ყოველწლიური მაჩვენებლის 0.5%-ით შემცირება გამოიწვია — დაახლოებით 750 000-800 000 ადამიანი ყოველწლიურად 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან 2000-იანი წლების შუა პერიოდამდე. 2005 წელს, გაერომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაჩვენებლები არ გაუმჯობესდებოდა, რუსეთის იმ დროინდელი მოსახლეობა (დაახლ. 143 მილიონი), 2050 წლისთვის, სამჯერ შემცირდებოდა.
გვიან 2000-იანი წლებში, მოსახლეობის კლება მნიშვნელოვნად შენელდა და 2009 წელს, 15 წლის განმავლობაში, მოსახლეობის რეკორდული რაოდენობით მატება (23 300) დაფიქსირდა. მოსახლეობის მატების ძირითადი მიზეზებია ჯანდაცვის სფეროს განვითარება, ნაყოფიერების მაჩვენებლების ცვლილება ახალგაზრდა ქალებში, ემიგრაციის შემცირება და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან იმიგრანტების მუდმივი შემოსვლა. 2012 წელს, რუსეთის მოსახლეობა 292 400-ით გაიზარდა.
საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული კონომიკური კრიზისის შემდეგ, სიღარიბეში მცხოვრები რუსების რაოდენობა 50%-ით შემცირდა და ეკონომიკის განვითარებამ, დადებითი გავლენა იქონია შობადობის კოეფიციენტზე. ეს უკანასკნელი, 1999 წლის მინიმალური მაჩვენებლიდან — 8.27 ახალშობილი ყოველ 1000 კაცზე, 2014 წელს, 13.3-ს მიაღწია. აღნიშნულის მსგავსად, ნაყოფიერების კოეფიციენტი, 1999 წლის მინიმალური ნიშნულიდან — 1.157-დან, 2015 წელს, 1.777-ს მიაღწია. 2007 წელს, დაფიქსირდა 25 წლის განმავლობაში შობადობის მაჩვენებლის ზრდის მაქსიმუმი, ხოლო 2009 წელს — ამ მაჩვენებლის უმაღლესი ნიშნული 1991 წლიდან.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შობადობის კოეფიციენტი სხვა განვითარებული ქვეყნებთან შესადარია, მისი სიკვდილიანობის კოეფიციენტი ბევრად მაღალია, განსაკუთრებით, შრომისუნარიან მამაკაცებს შორის, რადგან შედარებით მაღალია გულის დაავადებები და გარეგანი საფრთხეები, მათ შორის, ავტოსაგზაო შემთხვევები. სიკვდილიანობის კოეფიციენტი რუსეთში, 2010 წელს, 14.3 იყო ყოველ 1 000 მოქალაქეზე.
სიკვდილიანობის ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზებს ფართოდ განიხილავენ. ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის — The Lancet-ის 2009 წლის ანგარიშის მიხედვით, მასობრივი პრივატიზაცია — ეკონომიკური რეფორმების ერთობლიობის შემადგენელი ნაწილი, მეტსახელად შოკური თერაპია, ნათლად უკავშირდება სიკვდილიანობის მაღალ კოეფიციენტს. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური რეფორმების მხარდამჭერები უგულვებელყოფდნენ ადამიანთა იმ ღირებულებებს, რაც მათ პოლიტიკაშია წარმოდგენილი, მათ შორის, უმუშევრობა და ადამიანთა გასაჭირი, რაც ადრეულ ასაკში გარდაცვალებას იწვევს. ეს დასკვნები, ეკონომისტმა გააკრიტიკა. 2000 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წარადგინა მოხსენება რუსეთში ფართოდ გავრცელებულ ტენდენციაზე — ალკოჰოლის არასწორად გამოყენებაზე, რაც მამაკაცების სიკვდილიანობის ყველაზე ხშირ ახსნასთან არის გაიგივებული.
2009 წლის კვლევების მიხედვით, სიკვდილიანობის მიზეზთა შორის, 1990-იან წლებში, 52%-ს ალკოჰოლი იკავებდა, 15-54 ასაკის მოქალაქეებში. იგივე დემოგრაფიული თვალსაზრისით, აღნიშნული შედარებულია დანარჩენი მსოფლიოს სიკვდილიანობის მაჩვენებლის 4%-თან. კვლევის მიხედვით, 1990-იან წლებში, ალკოჰოლის მოხმარების რაოდენობა, საშუალო 10.5 ლიტრს შეადგენდა და ეს შედეგები დაფუძნებული იყო ციმბირის სამ ინდუსტრიულ ქალაქში — ბარნაულში, ბიისკში და ომსკში ჩატარებულ გამოკითხვებზე.
რუსული დემოგრაფიული პუბლიკაციის — Demoscope-ის მიხედვით, 1960-2005 წლებში, მამაკაცთა სიკვდილიანობის კოეფიციენტის ზრდა გრძელვადიანი ტენდენცია იყო. აღნიშნულის ერთადერთ მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენდა მიხეილ გორბაჩოვის ალკოჰოლის საწინააღმდეგო კამპანია, მაგრამ მისი შედეგი დროებითი იყო. პუბლიკაციის მიხედვით, სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა, 1990-იანი წლების დასაწყისში გამოწვეული იყო ალკოჰოლის საწინააღმდეგო კამპანიის შედეგის შემცირებით და საბაზრო რეფორმების მეორეხარისხოვნებით. ავტორები ასევე აღნიშნავდნენ, რომ The Lancet-ის კვლევა დაუდევარია, რადგან მას 1985 წლის მაჩვენებლები დაედო საფუძვლად, მიუხედავად იმისა, რომ კამპანიის შედეგების მაქსიმუმი სწორედ მასში იყო ასახული.
დემოგრაფიული კრახის გამომწვევი სხვა ფაქტორები ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, მოიცავს 1925-1940 წლებში (რუსეთის სამოქალაქო ომის და მეორე მსოფლიო ომის პერიოდი) დაბადებული ხალხის დიდი კონტიგენტის გარდაცვალება, როცა შობადობის კოეფიციენტი ძალიან მაღალი იყო და უკმაყოფილების გამო, შემდგომში ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა.
ვლადიმირ პუტინის 2006 წლის ერის მიმართულების მთავარი თემა დემოგრაფიული კრიზისის აღმოფხვრა იყო. შედეგად, განვითარდა ეროვნული პროგრამა, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის 2020 წლისთვის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. 2007 წელს, გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის კლების კოეფიციენტის შემცირებამ შენელება დაიწყო: თუ 2006 წლის იანვრიდან აგვისტომდე შემცირება 408 200 ადამიანს მოიცავდა, 2007 წლის იმავე პერიოდში, 196 600 დაფიქსირდა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი, 2007 წელს 357 000, 2006 წელთან შედარებით 137 000-ით ნაკლები იყო.
2007 წლის იმავე პერიოდში, რუსეთში, ახალშობილების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, 2006 წელს კი — 981 600 იყო. ამასთანავე, გარდაცვალებულთა რაოდენობა 1 475 000-დან 1 402 300-მდე შემცირდა. 83-დან 18 პროვინციაში, 2007 წელს, მოსახლეობის ბუნებრივი მატება გამოვლინდა, 2006 წელს კი — 16 პროვინციაში. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოთქვა იმედი, რომ 2020 წლისთვის, მოსახლეობის რაოდენობა დასტაბილურდება 138-139 მილიონზე, ხოლო 2025 წლისთვის, კვლავ მიაღწევს დღევანდელ სტატუსს — 143-145 მილიონს და ამასთანავე, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზრდება.
მოსახლეობის ბუნებრივი კლება შენელებას 2008-2012 წლებშიც განაგრძობდა, ვინაიდან, სიკვდილიადობის კოეფიციენტი თანდათან მცირდებოდა, ხოლო შობადობის — იზრდებოდა. 2009 წელს, 15 წლიანი მოსახლეობის რაოდენობის შემცირების შემდეგ, პირველად დაფიქსირდა მისი წლიური მატება. 2009 წლის სექტემბერში, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 15 წლის მანძილზე, რუსეთმა მოსახლეობის ზრდის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ვინაიდან, აგვისტოში გარდაცვალებაზე 1 000-ით მეტი დაბადება დაფიქსირდა. 2011 წლის აპრილში, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა (2012 წლიდან რუსეთის პრეზიდენტი) განაცხადა, რომ მზად იყო 1.5 ტრილიონი რუბლის (32.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი ან 54 მილიარდი აშშ დოლარი) დახარჯვაზე, შემდგომ ოთხ წელიწადში შობადობის კოეფიციენტის 30%-ით გაზრდისთვის ხელშესაწყობად.
2012 წელს, შობადობის კოეფიციენტი კვლავ გაიზარდა. რუსეთში დაფიქსირდა შობადობის რეკორდული, 1990 წლის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობა — 1 896 263. ამ მაჩვენებელმა, 1.691 ნაყოფიერების კოეფიციენტით (1991 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი) გადააჭარბა 1967-1969 წლებში დაფიქსირებულ წლიურ დაბადებებს. მართლაც, რუსეთში უმნიშვნელოდ მეტი ხალხი ცხოვრობდა იაპონიასთან შედარებით, თუმცა, ახლა მისი შობადობის რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება იაპონიისას. შემდგომ წლებში, მოსალოდნელი იყო შობადობის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება, მაგრამ ნაყოფიერების კოეფიციენტის გაზრდამ, ხელი შეუწყო მოსახლეობის ბუნებრივ მატებას. 2013-2015 წლების მაჩვენებლებმა, კვლავ დააფიქსირეს დაახლოებით 1.9 მილიონი დაბადება, თითქმის 2012 წლის მსგავსად, თუმცა, ქალების რეპროდუქციული ასაკის შემცირების გამო, ნაყოფიერების კოეფიციენტმა 1.777-ს მიაღწია, რის მიხედვითაც, რუსეთი 50 განვითარებული ქვეყნიდან პირველ ათს შორისაა, ევროპაში კი — მე-6 ადგილს იკავებს.
8.4 კაცი 1 კვადრატულ კილომეტრზე (2010 წლის მოსახლეობის აღწერის მისედვით)
74% საქალაქო, 26% სასოფლო (2010 წლის მოსახლეობის აღწერის მისედვით)
სულ: 39.6 წელი
მამრობითი სქესი: 36.7 წელი
მდედრობითი სქესი: 41.6 წელი (2009)
დაბადებისას: 1.06 მამრობითი/მდედრობითი
15 წლამდე: 1.05 მამრობითი/მდედრობითი
15–64 წლები: 0.92 მამრობითი/მდედრობითი
65 წელი და 65-ს ზემოთ: 0.46 მამრობითი/მდედრობითი
მოსახლეობა სულ: 0.86 მამრობითი/მდედრობითი (2009)
ექსპერტებს საგონებელში აგდებდა სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდის თანხვედრა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ პოტენციური დედების შემცირებამ, გამოიწვია შობადობის შემცირება და ნაყოფიერების ზრდა.
2017 წლის თებერვალში, 2016 წლის თებერვალთან შედარებით, დაბადებების რაოდენობა 22 184-ით შემცირდა, ხოლო 2017 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, 2016 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, იგი 27 692-ით შემცირდა.
2017 წლის იანვარ-თებერვალში, შობადობის კოეფიციენტი, 11.1 იყო ყოველ 1000 მოსახლეზე, 2016 წლის იმავე პერიოდში კი — 12.1.
2017 წლის თებერვალში, გარდაცვლილთა რაოდენობა 338-ით შემცირდა, 2016 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, წინა წელთან შედარებით, ეს მონაცემი 9 977-ით შემცირდა.
2017 წლის იანვარ-თებერვალში, სიკვდილიანობის კოეფიციენტი 13.7 იყო ყოველ 1000 მოსახლეზე, 2016 წლის იმავე პერიოდში კი — 13.6.
2017 წლის იანვარ-თებერვალში, საერთო ბუნებრივი მატება ყოველ ათას მოსახლეზე, -2.6-მდე შემცირდა, 2016 წელს კი — -1.5-მდე.
იანვარ-თებერვალი | შობადობა/2017 | შობადობა/2016 | სიკვდილიანობა/2017 | სიკვდილიანობა/2016 |
---|---|---|---|---|
რუსეთის ფედერაცია | 11.1 | 12.1 | 13.7 | 13.6 |
ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგი | 14.7 | 15.7 | 8.4 | 8.3 |
ჩეჩნეთი | 20.7 | 20.9 | 5.2 | 4.8 |
დაღესტანი | 16.4 | 17.3 | 5.4 | 5.7 |
ინგუშეთი | 15.8 | 17.8 | 3.0 | 3.2 |
ყაბარდო-ბალყარეთი | 12.7 | 13.7 | 10.0 | 9.3 |
ჩრდილოეთი ოსეთი | 12.6 | 13.9 | 11.3 | 10.7 |
სტავროპოლის მხარე | 11.2 | 12.5 | 12.5 | 12.6 |
ყარაჩაი-ჩერქეზეთი | 11.0 | 11.9 | 10.3 | 9.9 |
ურალის ფედერალური ოკრუგი | 12.5 | 13.4 | 13.2 | 13.0 |
ტიუმენის ოლქი | 13.7 | 15.2 | 8.8 | 8.6 |
იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგი | 13.7 | 15.5 | 5.8 | 5.7 |
ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგი | 13.6 | 14.9 | 6.9 | 6.6 |
სვერდლოვსკის ოლქი | 12.4 | 13.3 | 15.3 | 14.8 |
ჩელიაბინსკის ოლქი | 11.6 | 12.0 | 14.4 | 14.0 |
კურგანის ოლქი | 10.9 | 12.3 | 17.0 | 17.5 |
ციმბირის ფედერალური ოკრუგი | 11.7 | 13.1 | 13.8 | 13.5 |
ტუვა | 20.9 | 22.7 | 9.7 | 9.7 |
ალთაის რესპუბლიკა | 14.4 | 17.0 | 10.5 | 9.9 |
ბურიატეთი | 13.9 | 15.7 | 11.2 | 11.5 |
ირკუტსკის ოლქი | 12.8 | 14.0 | 13.8 | 13.4 |
იმიერბაიკალეთის მხარე | 12.0 | 13.5 | 12.5 | 12.9 |
ნოვოსიბირსკის ოლქი | 12.0 | 13.1 | 14.1 | 14.0 |
კრასნოიარსკის მხარე | 11.9 | 13.1 | 13.3 | 13.2 |
ხაკასეთი | 11.7 | 13.5 | 13.7 | 13.4 |
ომსკის ოლქი | 11.2 | 12.7 | 14.4 | 13.6 |
ტომსკის ოლქი | 10.5 | 11.8 | 12.5 | 12.8 |
ალთაის მხარე | 10.4 | 11.6 | 15.2 | 14.3 |
კემეროვოს ოლქი | 10.1 | 11.4 | 15.4 | 14.7 |
შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოკრუგი | 11.6 | 12.8 | 13.0 | 12.6 |
ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი | 14.5 | 12.2 | 8.8 | 9.5 |
სახა (იაკუტია) | 13.6 | 15.0 | 8.4 | 8.4 |
სახალინის ოლქი | 12.7 | 13.5 | 13.2 | 13.5 |
ამურის ოლქი | 11.9 | 12.2 | 15.3 | 13.9 |
ებრაელთა ავტონომიური ოლქი | 11.8 | 13.9 | 14.8 | 16.7 |
კამჩატკის მხარე | 11.8 | 11.9 | 11.1 | 12.4 |
ხაბაროვსკის მხარე | 11.5 | 13.4 | 14.1 | 13.0 |
პრიმორიეს მხარე | 10.5 | 11.6 | 14.1 | 13.4 |
მაგადანის ოლქი | 9.6 | 10.8 | 10.5 | 11.5 |
ვოლგისპირეთის ფედერალური ოკრუგი | 10.8 | 12.1 | 14.5 | 14.0 |
უდმურტეთი | 12.0 | 13.6 | 13.9 | 13.2 |
პერმის მხარე | 11.9 | 13.7 | 15.0 | 14.4 |
ბაშკირეთი | 11.8 | 12.9 | 13.6 | 12.9 |
თათრეთი | 11.5 | 13.3 | 12.9 | 11.9 |
მარი-ელი | 11.5 | 13.3 | 13.6 | 13.3 |
ორენბურგის ოლქი | 11.5 | 12.5 | 14.3 | 13.5 |
ჩუვაშეთი | 11.0 | 12.8 | 13.6 | 13.2 |
სამარის ოლქი | 10.4 | 11.3 | 14.8 | 13.9 |
ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი | 10.4 | 11.1 | 16.0 | 16.5 |
კიროვის ოლქი | 10.1 | 11.8 | 16.7 | 15.7 |
ულიანოვსკის ოლქი | 10.0 | 10.5 | 15.7 | 15.4 |
სარატოვის ოლქი | 9.0 | 10.5 | 14.9 | 14.4 |
პენზის ოლქი | 8.7 | 9.6 | 15.9 | 14.8 |
მორდვეთი | 8.2 | 9.4 | 14.2 | 14.7 |
ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგი | 10.7 | 11.6 | 14.3 | 14.5 |
ნენთა ავტონომიური ოკრუგი | 13.9 | 16.4 | 9.9 | 9.7 |
სანქტ-პეტერბურგი | 11.8 | 12.8 | 12.7 | 13.3 |
კომის რესპუბლიკა | 11.8 | 12.5 | 13.3 | 12.6 |
ვოლოგდის ოლქი | 11.1 | 12.2 | 15.9 | 16.4 |
კალინინგრადის ოლქი | 11.0 | 11.5 | 14.4 | 13.7 |
მურმანსკის ოლქი | 10.1 | 11.0 | 12.2 | 12.5 |
არხანგელსკის ოლქი | 10.0 | 11.1 | 15.3 | 13.8 |
კარელიის რესპუბლიკა | 9.6 | 11.1 | 16.4 | 15.5 |
ნოვგოროდის ოლქი | 9.5 | 11.0 | 18.5 | 18.9 |
ფსკოვის ოლქი | 9.5 | 9.9 | 19.8 | 20.2 |
ლენინგრადის ოლქი | 8.0 | 8.5 | 14.8 | 15.5 |
სამხრეთის ფედერალური ოკრუგი | 10.6 | 11.6 | 14.5 | 14.3 |
ასტრახანის ოლქი | 12.0 | 13.6 | 13.2 | 11.9 |
კრასნოდარის მხარე | 11.5 | 12.8 | 14.2 | 13.9 |
სევასტოპოლი | 11.2 | 11.7 | 14.8 | 14.8 |
ადიღეს რესპუბლიკა | 10.3 | 11.9 | 14.5 | 14.3 |
ყირიმის რესპუბლიკა | 10.3 | 11.1 | 16.6 | 15.8 |
ყალმუხეთი | 10.2 | 12.1 | 10.6 | 10.1 |
როსტოვის ოლქი | 9.9 | 10.7 | 14.4 | 15.1 |
ვოლგოგრადის ოლქი | 9.6 | 10.1 | 14.5 | 14.1 |
ცენტრალური ფედერალური ოკრუგი | 10.0 | 10.7 | 14.2 | 14.4 |
მოსკოვის ოლქი | 11.0 | 11.6 | 13.3 | 14.0 |
კალუგის ოლქი | 10.8 | 11.1 | 16.2 | 16.2 |
მოსკოვი | 10.3 | 10.9 | 10.6 | 10.8 |
იაროსლავლის ოლქი | 10.1 | 11.0 | 16.5 | 16.4 |
კოსტრომის ოლქი | 10.0 | 11.5 | 16.2 | 16.9 |
ბრიანსკის ოლქი | 9.7 | 10.5 | 17.0 | 17.0 |
ლიპეცკის ოლქი | 9.7 | 10.3 | 16.5 | 15.8 |
რიაზანის ოლქი | 9.7 | 10.3 | 17.4 | 16.3 |
ვლადიმირის ოლქი | 9.5 | 10.8 | 17.3 | 17.5 |
კურსკის ოლქი | 9.4 | 10.2 | 17.4 | 17.2 |
ბელგოროდის ოლქი | 9.4 | 9.9 | 14.4 | 14.5 |
ტვერის ოლქი | 9.3 | 10.3 | 18.7 | 19.2 |
ვორონეჟის ოლქი | 9.2 | 9.7 | 16.5 | 16.1 |
ორიოლის ოლქი | 9.1 | 10.6 | 17.4 | 16.8 |
ივანოვოს ოლქი | 9.1 | 9.7 | 17.2 | 17.0 |
ტულის ოლქი | 8.7 | 9.5 | 18.0 | 18.0 |
ტამბოვის ოლქი | 8.6 | 9.3 | 17.1 | 17.1 |
სმოლენსკის ოლქი | 8.4 | 9.6 | 17.2 | 18.0 |
January–December | შობადობა/2016 | შობადობა/2015 | შობადობა/2014 | შობადობა/2013 | შობადობა/2012 | სიკვდილიანობა/2016 | სიკვდილიანობა/2015 | სიკვდილიანობა/2014 | სიკვდილიანობა/2013 | სიკვდილიანობა/2012 | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
რუსეთის ფედერაცია | 12.9 | 13.3 | 13.3 | 13.2 | 13.3 | 12.9 | 13.1 | 13.1 | 13.0 | 13.3 | |
ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგი | 15.9 | 16.6 | 17.3 | 17.2 | 17.4 | 7.8 | 7.9 | 8.1 | 8.0 | 8.2 | |
ჩეჩნეთი | 21.3 | 23.2 | 24.2 | 24.9 | 25.9 | 4.7 | 4.9 | 5.0 | 5.0 | 5.4 | |
დაღესტანი | 17.4 | 18.2 | 19.1 | 18.8 | 19.0 | 5.2 | 5.4 | 5.6 | 5.5 | 5.6 | |
ინგუშეთი | 17.1 | 18.6 | 20.7 | 21.4 | 22.6 | 3.3 | 3.3 | 3.5 | 3.5 | 3.7 | |
ყაბარდო-ბალყარეთი | 14.1 | 14.6 | 15.7 | 15.5 | 15.9 | 8.5 | 8.8 | 8.8 | 8.9 | 8.9 | |
ჩრდილოეთი ოსეთი | 14.1 | 14.6 | 15.4 | 15.3 | 15.0 | 10.3 | 10.7 | 10.7 | 10.5 | 10.6 | |
სტავროპოლის მხარე | 13.0 | 13.0 | 13.1 | 12.7 | 12.5 | 11.7 | 11.6 | 11.8 | 11.7 | 12.0 | |
ყარაჩაი-ჩერქეზეთი | 11.9 | 12.4 | 13.6 | 13.8 | 13.5 | 9.4 | 9.6 | 9.7 | 9.5 | 9.7 | |
ურალის ფედერალური ოკრუგი | 14.2 | 14.9 | 15.2 | 15.1 | 15.1 | 12.3 | 12.5 | 12.4 | 12.4 | 12.6 | |
ტიუმენის ოლქი | 15.8 | 16.7 | 17.2 | 17.0 | 17.2 | 8.2 | 8.3 | 8.3 | 8.2 | 8.4 | |
ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგი | 15.7 | 16.6 | 17.3 | 17.5 | 17.6 | 6.2 | 6.4 | 6.4 | 6.3 | 6.3 | |
იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგი | 15.4 | 16.5 | 16.9 | 16.4 | 16.7 | 5.2 | 5.2 | 5.1 | 5.1 | 5.3 | |
სვერდლოვსკის ოლქი | 13.8 | 14.4 | 14.5 | 14.5 | 14.3 | 14.0 | 14.2 | 14.0 | 13.8 | 13.9 | |
ჩელიაბინსკის ოლქი | 13.3 | 13.9 | 14.3 | 14.2 | 14.3 | 13.6 | 13.9 | 13.8 | 13.9 | 14.2 | |
კურგანის ოლქი | 12,4 | 13.3 | 13.6 | 14.0 | 13.8 | 15.8 | 16.1 | 15.9 | 16.1 | 15.9 | |
ციმბირის ფედერალური ოკრუგი | 13.8 | 14.4 | 14.7 | 14.9 | 14.9 | 13.0 | 13.2 | 13.3 | 13.3 | 13.6 | |
ტუვა | 23.4 | 23.7 | 25.3 | 26.1 | 26.5 | 9.8 | 10.3 | 10.9 | 11.0 | 11.1 | |
ალთაის რესპუბლიკა | 18.1 | 18.7 | 20.9 | 20.9 | 22.4 | 10.0 | 10.9 | 11.2 | 11.4 | 11.4 | |
ბურიატეთი | 16.4 | 17.3 | 17.5 | 17.6 | 17.4 | 11.2 | 11.4 | 11.5 | 11.8 | 12.4 | |
ირკუტსკის ოლქი | 14.7 | 15.4 | 15.4 | 15.6 | 15.9 | 13.3 | 13.7 | 13.8 | 13.7 | 13.8 | |
იმიერბაიკალეთის მხარე | 14.6 | 15.4 | 16.0 | 15.9 | 16.1 | 12.3 | 12.9 | 12.4 | 12.5 | 13.0 | |
ხაკასეთი | 14.1 | 14.8 | 15.3 | 15.7 | 16.0 | 12.8 | 13.5 | 13.2 | 13.1 | 13.3 | |
კრასნოიარსკის მხარე | 13.9 | 14.4 | 14.5 | 14.5 | 14.5 | 12.5 | 12.7 | 12.7 | 12.8 | 12.9 | |
ნოვოსიბირსკის ოლქი | 13.9 | 14.2 | 14.1 | 14.2 | 13.9 | 13.1 | 13.1 | 13.3 | 13.6 | 13.6 | |
ომსკის ოლქი] | 13.3 | 14.4 | 15.1 | 14.8 | 14.9 | 13.3 | 13.4 | 13.3 | 13.4 | 13.8 | |
ტომსკის ოლქი | 13.2 | 13.6 | 13.7 | 13.8 | 13.6 | 11.4 | 11.5 | 11.8 | 11.8 | 11.9 | |
ალთაის მხარე | 12.2 | 12.6 | 13.2 | 13.5 | 13.6 | 14.0 | 14.2 | 14.2 | 14.2 | 14.6 | |
კემეროვოს ოლქი | 12.1 | 12.5 | 13.2 | 13.6 | 13.7 | 14.3 | 14.5 | 14.6 | 14.6 | 15.1 | |
შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოკრუგი | 13.4 | 13.9 | 14.1 | 13.9 | 13.9 | 12.5 | 12.6 | 12.6 | 12.6 | 13.0 | |
სახა (იაკუტია) | 16.0 | 17.1 | 17.8 | 17.5 | 17.6 | 8.4 | 8.6 | 8.6 | 8.7 | 9.3 | |
სახალინის ოლქი | 14.3 | 13.6 | 13.6 | 13.0 | 12.8 | 13.1 | 13.2 | 13.0 | 13.1 | 13.8 | |
ხაბაროვსკის მხარე | 13.4 | 14.3 | 14.0 | 14.0 | 13.6 | 13.1 | 13.4 | 13.3 | 13.4 | 13.5 | |
ებრაელთა ავტონომიური ოლქი | 13.3 | 14.0 | 13.8 | 13.7 | 14.0 | 15.0 | 15.4 | 14.9 | 14.5 | 15.1 | |
ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი | 13.4 | 13.5 | 13.3 | 13.1 | 14.1 | 10.0 | 9.6 | 10.7 | 10.5 | 11.5 | |
ამურის ოლქი | 12.9 | 13.3 | 13.8 | 14.1 | 14.3 | 13.7 | 13.9 | 13.9 | 13.8 | 14.7 } | |
კამჩატკის მხარე | 12.9 | 13.1 | 13.2 | 13.0 | 13.0 | 11.6 | 11.4 | 11.5 | 11.4 | 11.5 | |
პრიმორიეს მხარე | 12.2 | 12.7 | 12.8 | 12.6 | 12.6 | 13.6 | 13.5 | 13.4 | 13.5 | 13.7 | |
მაგადანის ოლქი | 11.1 | 11.8 | 12.2 | 12.5 | 12.4 | 11.3 | 11.8 | 11.9 | 11.9 | 12.6 | |
ვოლგისპირეთის ფედერალური ოკრუგი | 12.9 | 13.3 | 13.4 | 13.3 | 13.2 | 13.6 | 13.9 | 13.9 | 14.0 | 13.9 | |
თათრეთი | 14.4 | 14.7 | 14.8 | 14.8 | 14.5 | 11.6 | 12.0 | 12.2 | 12.1 | 12.2 | |
პერმის მხარე | 14.2 | 14.7 | 14.8 | 14.7 | 14.8 | 13.8 | 14.2 | 14.0 | 14.1 | 14.2 | |
მარი-ელი | 13.9 | 14.5 | 14.7 | 14.6 | 14.2 | 13.2 | 13.7 | 13.7 | 13.7 | 13.6 | |
უდმურტეთი | 13.8 | 14.6 | 14.6 | 14.6 | 15.2 | 12.6 | 12.9 | 12.8 | 12.8 | 12.8 | |
ბაშკირეთი | 13.7 | 14.5 | 14.9 | 14.6 | 14.5 | 12.8 | 13.3 | 13.2 | 13.2 | 13.1 | |
ორენბურგის ოლქი | 13.5 | 14.2 | 14.6 | 14.8 | 14.7 | 13.5 | 14.1 | 14.2 | 13.9 | 13.9 | |
ჩუვაშეთი | 13.3 | 13.8 | 13.9 | 14.0 | 14.0 | 13.1 | 13.1 | 13.3 | 13.2 | 13.3 | |
სამარის ოლქი | 12.6 | 12.8 | 12.6 | 12.3 | 12.1 | 13.9 | 14.2 | 14.3 | 14.4 | 13.9 | |
კიროვის ოლქი | 12.6 | 12.7 | 12.8 | 13.0 | 12.7 | 14.9 | 15.2 | 15.1 | 15.4 | 15.5 | |
ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი | 11.9 | 12.3 | 11.9 | 11.8 | 11.8 | 15.4 | 15.6 | 15.9 | 15.9 | 16.0 | |
ულიანოვსკის ოლქი | 11.6 | 11.9 | 11.9 | 11.6 | 11.3 | 14.8 | 14.9 | 14.6 | 14.4 | 14.1 | |
სარატოვის ოლქი | 11.0 | 11.5 | 11.5 | 11.5 | 11.3 | 14.0 | 14.2 | 14.2 | 14.4 | 14.2 | |
პენზის ოლქი | 10.2 | 10.7 | 10.9 | 10.7 | 10.8 | 14.5 | 14.9 | 14.8 | 14.8 | 14.9 | |
მორდვეთი | 9.9 | 9.7 | 10.1 | 10.1 | 9.9 | 14.1 | 14.2 | 14.3 | 14.8 | 14.4 | |
ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგი | 12.5 | 12.5 | 12.3 | 12.2 | 12.2 | 13.2 | 13.4 | 13.3 | 13.5 | 13.8 | |
ნენთა ავტონომიური ოკრუგი | 18.3 | 17.5 | 16.6 | 16.6 | 17.4 | 8.8 | 9.3 | 8.9 | 10.7 | 10.2 | |
ვოლოგდის ოლქი | 13.3 | 13.8 | 13.6 | 13.8 | 13.9 | 15.0 | 14.8 | 14.8 | 15.1 | 15.0 | |
კომის რესპუბლიკა | 13.1 | 13.6 | 14.1 | 14.2 | 13.9 | 12.3 | 12.3 | 12.2 | 11.9 | 12.1 | |
სანქტ-პეტერბურგი | 13.9 | 13.6 | 13.1 | 12.8 | 12.6 | 11.7 | 11.9 | 11.7 | 12.0 | 12.5 | |
კალინინგრადის ოლქი | 12.5 | 12.8 | 12.7 | 12.5 | 12.4 | 12.6 | 13.3 | 13.3 | 13.2 | 13.2 | |
არხანგელსკის ოლქი | 12.0 | 12.4 | 12.6 | 12.7 | 12.8 | 13.5 | 13.4 | 13.2 | 13.4 | 13.5 | |
კარელიის რესპუბლიკა | 11.9 | 12.2 | 12.4 | 12.0 | 12.5 | 14.8 | 15.3 | 14.6 | 14.7 | 15.3 | |
ნოვგოროდის ოლქი | 11.8 | 11.9 | 11.8 | 12.0 | 11.9 | 17.4 | 17.6 | 17.3 | 17.8 | 17.9 | |
მურმანსკის ოლქი | 11.2 | 11.9 | 11.8 | 11.8 | 11.7 | 11.5 | 11.5 | 11.4 | 11.0 | 11.2 | |
ფსკოვის ოლქი | 11.1 | 11.1 | 10.9 | 11.0 | 11.0 | 17.9 | 18.2 | 18.5 | 18.6 | 19.5 | |
ლენინგრადის ოლქი | 9.2 | 9.1 | 9.1 | 9.0 | 9.0 | 14.0 | 14.1 | 14.6 | 14.6 | 14.7 | |
სამხრეთის ფედერალური ოკრუგი | 12.4 | 12.8 | 12.9 | 12.6 | 12.6 | 13.5 | 13.6 | 13.4 | 13.2 | 13.4 | |
ასტრახანის ოლქი | 14.0 | 14.5 | 15.0 | 14.8 | 15.1 | 12.0 | 12.3 | 12.7 | 12.3 | 12.6 | |
კრასნოდარის მხარე | 13.4 | 13.6 | 13.6 | 13.2 | 13.1 | 12.9 | 13.1 | 13.0 | 12.9 | 13.1 | |
სევასტოპოლი | 13.0 | 13.7 | 12.7 | 11.7 | 12.0 | 14.1 | 15.2 | 14.4 | 14.0 | 13.7 | |
ყალმუხეთი | 12.5 | 13.6 | 14.1 | 14.5 | 14.8 | 9.7 | 9.8 | 9.9 | 9.9 | 10.0 | |
ყირიმის რესპუბლიკა | 12.1 | 12.7 | 12.4 | 12.3 | 12.6 | 15.2 | 15.4 | 14.7 | 13.8 | 13.7 | |
ადიღეს რესპუბლიკა | 12.1 | 12.5 | 12.8 | 12.7 | 12.8 | 12.9 | 13.0 | 13.3 | 13.2 | 13.4 | |
როსტოვის ოლქი | 11.6 | 12.1 | 12.2 | 11.7 | 11.7 | 13.9 | 13.9 | 14.1 | 13.8 | 14.0 | |
ვოლგოგრადის ოლქი | 11.2 | 11.5 | 11.5 | 11.6 | 11.7 | 13.6 | 13.8 | 13.7 | 13.5 | 13.5 | |
ცენტრალური ფედერალური ოკრუგი | 11.7 | 11.8 | 11.5 | 11.4 | 11.4 | 13.5 | 13.5 | 13.7 | 13.7 | 13.9 | |
მოსკოვის ოლქი | 13.2 | 13.1 | 12.6 | 12.1 | 12.0 | 13.1 | 13.0 | 13.9 | 14.1 | 14.4 | |
კალუგის ოლქი | 12.2 | 12.7 | 11.8 | 11.8 | 11.8 | 15.1 | 15.1 | 15.3 | 15.3 | 15.7 | |
იაროსლავლის ოლქი | 12.1 | 12.2 | 12.0 | 12.1 | 11.9 | 15.7 | 15.6 | 15.6 | 15.9 | 15.9 | |
კოსტრომის ოლქი | 12.0 | 12.5 | 12.6 | 12.7 | 12.8 | 15.6 | 16.0 | 15.9 | 16.2 | 16.0 | |
მოსკოვი | 11.8 | 11.7 | 11.4 | 11.3 | 11.3 | 10.0 | 10.0 | 9.7 | 9.7 | 9.9 | |
ლიპეცკის ოლქი | 11.4 | 11.7 | 11.6 | 11.4 | 11.6 | 15.2 | 15.4 | 15.4 | 15.3 | 15.3 | |
რიაზანის ოლქი | 11.4 | 11.2 | 11.0 | 10.8 | 10.8 | 15.9 | 15.9 | 16.1 | 15.8 | 16.3 | |
ბელგოროდის ოლქი | 11.2 | 11.6 | 11.6 | 11.6 | 11.7 | 13.9 | 14.0 | 14.0 | 13.9 | 14.0 | |
ვლადიმირის ოლქი | 11.2 | 11.6 | 11.2 | 11.1 | 11.5 | 16.4 | 16.5 | 16.5 | 16.7 | 16.6 | |
ტვერის ოლქი | 11.2 | 11.3 | 11.2 | 11.4 | 11.6 | 17.6 | 17.7 | 17.8 | 18.1 | 18.2 | |
კურსკის ოლქი | 11.1 | 11.7 | 11.8 | 11.7 | 11.9 | 16.1 | 16.3 | 16.6 | 16.3 | 16.6 | |
ორიოლის ოლქი | 11.0 | 11.2 | 11.0 | 11.1 | 11.1 | 16.3 | 16.4 | 16.4 | 16.3 | 16.2 | |
ივანოვოს ოლქი | 10.9 | 11.4 | 11.2 | 11.2 | 11.0 | 16.0 | 16.1 | 16.4 | 16.4 | 16.8 | |
ბრიანსკის ოლქი | 10.9 | 11.4 | 11.0 | 11.1 | 11.4 | 15.6 | 15.8 | 16.0 | 15.9 | 16.1 | |
ვორონეჟის ოლქი | 10.7 | 11.1 | 10.9 | 10.7 | 10.9 | 15.2 | 15.4 | 15.7 | 15.7 | 15.6 | |
სმოლენსკის ოლქი | 10.3 | 10.6 | 10.8 | 10.6 | 10.5 | 16.1 | 16.4 | 16.1 | 16.5 | 16.7 | |
ტულის ოლქი | 10.2 | 10.5 | 10.0 | 9.9 | 10.1 | 17.0 | 17.1 | 17.1 | 17.4 | 17.7 | |
ტამბოვის ოლქი | 9.6 | 9.8 | 9.8 | 9.6 | 9.6 | 15.8 | 16.0 | 16.3 | 16.1 | 16.1 |
მეორე მსოფლიო ომის პერიოდამდე, რუსეთისთვის ზუსტი სასიცოცხლო სტატისტიკა არ არსებობს. შემდეგი შეფასებები ე. ანდრეევმა წარმოადგინა:
წელი | საშუალო მოსახლეობა | დაბადება | გარდაცვალება | ბუნებრივი სხვაობა | შობადობის კოეფიციენტი (ყოველ 1 000-ზე) | სიკვდილიანობის კოეფიციენტი (ყოველ 1 000-ზე) | ბუნებრივი სხვაობა (ყოველ 1 000-ზე) | შობადობის საერთო ნორმა | სიცოცხლის ხანგრძლივობა (მამაკაცები) | სიცოცხლის ხანგრძლივობა (ქალები) |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1927 | 94,596,000 | 4,688,000 | 2,705,000 | 1,983,000 | 43.6 | 20.9 | 22.7 | 6.729 | 33.7 | 37.9 |
1928 | 96,654,000 | 4,723,000 | 2,589,000 | 2,134,000 | 43.3 | 21.2 | 22.1 | 6.556 | 35.9 | 40.4 |
1929 | 98,644,000 | 4,633,000 | 2,819,000 | 1,814,000 | 42.2 | 22.8 | 19.4 | 6.227 | 33.7 | 38.2 |
1930 | 100,419,000 | 4,413,000 | 2,738,000 | 1,675,000 | 39.3 | 22.6 | 16.7 | 5.834 | 34.6 | 38.7 |
1931 | 101,948,000 | 4,412,000 | 3,090,000 | 1,322,000 | 39.9 | 26.9 | 13.0 | 5.626 | 30.7 | 35.5 |
1932 | 103,136,000 | 4,058,000 | 3,077,000 | 981,000 | 39.3 | 29.8 | 9.5 | 5.093 | 30.5 | 35.7 |
1933 | 102,706,000 | 3,313,000 | 5,239,000 | -1,926,000 | 32.3 | 51.0 | -18.8 | 4.146 | 15.2 | 19.5 |
1934 | 102,922,000 | 2,923,000 | 2,659,000 | 264,000 | 28.7 | 26.1 | 2.6 | 3.566 | 30.5 | 35.7 |
1935 | 102,684,000 | 3,577,000 | 2,421,000 | 1,156,000 | 34.8 | 23.6 | 11.3 | 4.305 | 33.1 | 38.4 |
1936 | 103,904,000 | 3,899,000 | 2,719,000 | 1,180,000 | 37.5 | 26.2 | 11.4 | 4.535 | 30.4 | 35.7 |
1937 | 105,358,000 | 4,377,000 | 2,760,000 | 1,617,000 | 41.5 | 26.2 | 15.3 | 5.079 | 30.5 | 40.0 |
1938 | 107,044,000 | 4,379,000 | 2,739,000 | 1,640,000 | 40.9 | 25.6 | 15.3 | 4.989 | 31.7 | 42.5 |
1939 | 108,785,000 | 4,329,000 | 2,600,000 | 1,729,000 | 39.8 | 23.9 | 15.9 | 4.907 | 34.9 | 42.6 |
1940 | 110,333,000 | 3,814,000 | 2,561,000 | 1,253,000 | 34.6 | 23.2 | 11.4 | 4.260 | 35.7 | 41.9 |
წელი | საქალაქო დაბადება | საქალაქო გარდაცვალება | საქალაქო ბუნებრივი სხვაობა | საქალაქო შობადობის კოეფიციენტი (ყოველ 1 000-ზე) | საქალაქო სიკვდილიანობის კოეფიციენტი (ყოველ 1 000-ზე) | საქალაქო ბუნებრივი სხვაობა (ყოველ 1 000-ზე) | სასოფლო დაბადება | სასოფლო გარდაცვალება | სასოფლო ბუნებრივი სხვაობა | სასოფლო შობადობის კოეფიციენტი (ყოველ 1 000-ზე) | სასოფლო სიკვდილიანობის კოეფიციენტი (ყოველ 1 000-ზე) | სასოფლო ბუნებრივი სხვაობა (ყოველ 1 000-ზე) |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1950 | 1,171,250 | 436,792 | 734,458 | 26.1 | 9.7 | 16.4 | 1,574,747 | 594,218 | 980,529 | 27.5 | 10.4 | 17.1 |
1960 | 1,332,812 | 436,709 | 896,103 | 20.4 | 6.7 | 13.7 | 1,449,541 | 449,831 | 1,000,160 | 26.5 | 8.2 | 18.3 |
1970 | 1,205,207 | 646,129 | 559,078 | 14.8 | 7.9 | 6.9 | 698,506 | 485,054 | 213,452 | 14.3 | 10.0 | 4.3 |
1980 | 1,535,723 | 970,256 | 565,467 | 15.8 | 10.0 | 5.8 | 667,056 | 555,499 | 111,557 | 16.1 | 13.4 | 2.7 |
1990 | 1,386,247 | 1,140,613 | 245,634 | 12.7 | 10.5 | 2.2 | 602,611 | 515,380 | 87,231 | 15.5 | 13.2 | 2.3 |
1995 | 933,460 | 1,554,182 | -620,722 | 8.7 | 14.4 | -5.7 | 430,346 | 649,269 | -219,283 | 10.9 | 16.5 | -5.6 |
2000 | 886,908 | 1,564,034 | -677,126 | 8.3 | 14.6 | -6.3 | 379,892 | 661,298 | -281,406 | 9.8 | 17.1 | -7.3 |
2001 | 928,642 | 1,592,254 | -663,612 | 8.7 | 14.9 | -6.2 | 382,962 | 662,602 | -279,640 | 10.0 | 17.3 | -7.3 |
2002 | 998,056 | 1,638,822 | -640,766 | 9.4 | 15.4 | -6.0 | 398,911 | 693,450 | -294,539 | 10.5 | 18.2 | -7.7 |
2003 | 1,050,565 | 1,657,569 | -607,004 | 9.9 | 15.6 | -5.7 | 426,736 | 708,257 | -281,521 | 11.1 | 18.4 | -7.3 |
2004 | 1,074,247 | 1,606,894 | -532,647 | 10.1 | 15.2 | -5.1 | 428,230 | 688,508 | -260,278 | 11.2 | 18.1 | -6.9 |
2005 | 1,036,870 | 1,595,762 | -558,892 | 9.8 | 15.1 | -5.3 | 420,506 | 708,173 | -287,667 | 11.0 | 18.6 | -7.6 |
2006 | 1,044,540 | 1,501,245 | -456,705 | 10.0 | 14.3 | -4.3 | 435,097 | 665,458 | -230,361 | 11.4 | 17.4 | -6.0 |
2007 | 1,120,741 | 1,445,411 | -324,670 | 10.7 | 13.8 | -3.1 | 489,381 | 635,034 | -145,653 | 12.9 | 16.7 | -3.8 |
2008 | 1,194,820 | 1,443,529 | -248,709 | 11.4 | 13.8 | -2.4 | 519,127 | 632,425 | -113,298 | 13.7 | 16.7 | -3.0 |
2009 | 1,237,615 | 1,397,591 | -159,976 | 11.8 | 13.3 | -1.5 | 524,072 | 612,952 | -88,880 | 13.9 | 16.3 | -2.4 |
2010 | 1,263,893 | 1,421,734 | -157,841 | 12.0 | 13.5 | -1.5 | 520,055 | 606,782 | -81,727 | 14.0 | 16.1 | -2.1 |
2011 | 1,270,047 | 1,356,696 | -88,649 | 12.0 | 12.8 | -0.8 | 526,582 | 569,024 | -42,442 | 14.1 | 15.2 | -1.1 |
2012 | 1,355,674 | 1,353,635 | 2,039 | 12.8 | 12.8 | 0.0 | 546,410 | 552,700 | -6,290 | 14.7 | 14.8 | -0.1 |
2013 | 1,357,310 | 1,332,505 | 24,805 | 12.8 | 12.5 | 0.3 | 538,512 | 539,304 | -792 | 14.5 | 14.5 | 0.0 |
2014 | 1,394,860 | 1,362,810 | 32,050 | 12.9 | 12.6 | 0.3 | 547,823 | 549,537 | -1,714 | 14.4 | 14.5 | -0.1 |
2015 | 1,455,283 | 1,361,891 | 93,392 | 13.4 | 12.6 | 0.8 | 485,296 | 546,650 | -61,354 | 12.8 | 14.4 | -1.6 |
2016 | 1,426,591 | 13.1 | 462,138 | 12.2 |
2015 წლის მონაცემებით, რუსეთში, ნაყოფიერების საერთო კოეფიციენტი აღმოსავლეთ ევოპაში ყველაზე მაღალია, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ, რუსეთის ერთ ოჯახში უფრო მეტი ბავშვია (1.78), ვიდრე აღმოსავლეთ-ევროპული ნებისმიერი ქვეყნის ერთ ოჯახში. მიუხედავად ამისა, ეს მაჩვენებელი საშუალოზე (2.1-2.14) დაბალია.
1990 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის დაწყებამდე, რუსეთის საშუალო ნაყოფიერების კოეფიციენტი (TFR) 1.89-ის ტოლი იყო. ამ მაჩვენებელს, 1980-იან წლებში, რუსეთის დემოგრაფიული სტრუქტურის ბუნებრივი პროგრესის გამო, უკვე დაწყებული ჰქონდა შემცირება, თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად საზოგადოებაში გამოწვულმა უარყოფითმა შედეგებმა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მის შემცირებაზე. 1999 წელს, TFR-მ თავის ისტორიულ მინიმუმს — 1.157-ს მიაღწია, ხოლო ამის შემდეგ, ზრდა დაიწყო და 2015 წელს, 1.777 (53.6%-ით გაზრდილი) დაფიქსირდა. რუსეთის ერთადერთი ფედერაციული სუბიექტი, სადაც, 1999 წლის შემდეგ TFR-მ შემცირება დაიწყო, ინგუშეთია. 2014 წელს, იგი 2.443-დან 2.278-მდე შემცირდა.
2009 წელს, რუსეთის რვა ფედერალური სუბიექტის TFR-ს მაჩვენებელი, 2.1-ზე მეტი ბავშვი იყო თითოეულ ქალზე (დაახლოებითი მინიმუმი, რომელიც საჭიროა მოსახლეობის ჩანაცვლების უზრუნველსაყოფად). აღნიშნული ფედერალური სუბიექტები არიან: ჩეჩნეთი (3.38), ტუვა (2.81), უსტ-ორდინ-ბურიატის ოკრუგი (2.73), აგინ-ბურიატის ოკრუგი (2.63), კომი-პერმიაკის ოკრუგი (2.16), ევენკის ავტონომიური ოკრუგი (2.58), ალთაის რესპუბლიკა (2.36), ნენთა ავტონომიური ოკრუგი (2.1). ამ სუბიექტებიდან ოთხს (ალთაი, ევენკი, უსტ-ორდინი, ნენთა ოკრუგი), ეთნიკური რუსების უმრავლესობა გააჩნია. 2011 წელს, TFR-ს უმაღლესი მაჩვენებელი, ჩეჩნეთში (3.362), ტუვაში (3.249), ინგუშეთში (2.94), ალთაის რესპუბლიკაში (2.836), სახას რესპუბლიკაში (2.057), ბურიატეთსა (2.027) და ნენთა ავტონომიურ ოკრუგში (2.007) დაფიქსირდა.
2010 წლამდე, საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრ რეგიონთა შორის (ცენტრალური აზიის ჩაუთვლელად), ჩეჩნეთში შობადობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ფიქსირდებოდა. თუმცა, 2011 წელს, სომხეთის პროვინციის — ქაშათაღის რაიონის მაჩვენებელი, თითქმის გაუტოლდა მას (28.9 და 29.3 ყოველ 1 000 მოსახლეზე).
ბოლო წლებში, 16 წლის და 16 წელს ზემოთ ასაკის ქალებში, შვილების რაოდენობა პროცენტულად ასე განაწილდა:
წელი: 2002–2010
1 შვილი: 30.5%–31.2%
2 შვილი: 33.7%–34.4%
3 შვილი: 8.9%–8.7%
4 ან მეტი შვილი : 5.2%–4.2%
არ ჰყავს შვილი : 21.7%–21.5%
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმ ქალების რაოდენობის შემცირებისა, რომელთაც შვილი არ ჰყავთ, 2002-2010 წლებში შემცირდა სამ და სამზე მეტ ბავშვიანი ოჯახების რიცხვი.
რუსეთის ყველა რეგიონში, სასოფლო ტერიტორიებზე, ბევრად მაღალი TFR დაფიქსირდა, ვიდრე საქალაქო ტერიტორიებზე. ციმბირის და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ნაყოფიერების საერთო კოეფიციენტი მაღალი იყო, თუმცა, არც ისე მაღალი, რომ მოსახლეობის ჩანაცვლების უზრუნველსაყოფად საკმარისი ყოფილიყო. მაგალითად, იმიერბაიკალეთის მხარის TFR 1.82 იყო, რომელიც ეროვნულ საშუალოზე მაღალია, მაგრა, ნაკლებია მოსახლეობის ჩანაცვლებისთვის საჭირო მინიმუმზე (2.1).
დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთან შედარებით, 2015 წელს, რუსეთის TFR 1.78 შვილი იყო თითოეული ქალისთვის, რაც დაბალი იყო საფრანგეთის (1.93), ამერიკის შეერთებული შტატებისა (1.84) და გაერთიანებული სამეფოს (1.82) მაჩვენებლებზე. შვიდეულს შორის, რუსეთის მონაცემი მაღალია მხოლოდ კანადასთან (1.61), გერმანიასთან (1.50), იაპონიასთან (1.46) და იტალიასთან (1.35) შედარებით.
ყველაზე მრავალრიცხოვან ერებთან შედარებით, რუსეთს ნიგერიაზე (5.37), პაკისტანზე (3.42), ინდონეზიაზე (2.5), ინდოეთზე (2.30), მექსიკაზე (2.19) და ამერიკის შეერთებულ შტატებზე (1.84) დაბალი, ხოლო ბრაზილიაზე (1.74) და ჩინეთზე (1.5-1.6) მაღალი TFR აქვს.
მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, 2015 წელს, რუსეთს ყაზახეთზე (2.7), მონღოლეთზე (3.2), აზერბაიჯანზე (2.1), საქართველოსა (2.1) და ჩრდილოეთ კორეაზე დაბალი ნაყოფიერების საერთო კოეფიციენტი ჰქონდა და ამავდროულად, ესტონეთზე (1.57), ლიეტუვაზე (1.7), ბელარუსზე (1.72), ნორვეგიაზე (1.73), ფინეთზე (1.65), უკრაინაზე (1.33), პოლონეთსა (1.29) და ლატვიაზე (1.71) მაღალი.
მრავალ ევროპულ ქვეყანას, როგორიცაა ჩეხეთი (1.57), ესპანეთი (1.33), საბერძნეთი (1.29), უნგრეთი (1.44), შვეიცარია (1.54), პორტუგალია (1.3), ალბანეთი (1.7) და ასევე აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს და ტერიტორიებს, როგორიცაა, სამხრეთი კორეა (1.25), ტაივანი (1.2), სინგაპური (1.26), ჰონგ-კონგი (1.2) და მაკაო (1.4), რუსეთთან შედარებით დაბალი TFR აქვთ.
შვილების რაოდენობა თითოეულ ქალზე ტერიტორიის მიხედვით | ნაყოფიერების საშუალო კოეფიციენტი/1990 | საქალაქო ნაყოფიერების საშუალო კოეფიციენტი/1990 | სასოფლო ნაყოფიერების საშუალო კოეფიციენტი/1990 | საერთო ნაყოფიერების საშუალო კოეფიციენტი/2014 | საქალაქო ნაყოფიერების საშუალო კოეფიციენტი/2014 | სასოფლო ნაყოფიერების საშუალო კოეფიციენტი/2014 |
---|---|---|---|---|---|---|
რუსეთის ფედერაცია | 1.89 | 1.70 | 2.60 | 1.75 | 1.59 | 2.32 |
ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგი | 2.03 | 1.68 | 2.41 | |||
ჩეჩნეთი | 2.84 | 2.16 | 3.35 | 2.91 | 2.83 | 2.95 |
ინგუშეთი | 2.84 | 2.16 | 3.35 | 2.28 | 2.13 | 2.39 |
დაღესტანი | 3.07 | 2.57 | 3.52 | 2.08 | 1.50 | 2.68 |
ჩრდილოეთი ოსეთი | 2.23 | 2.20 | 2.30 | 2.01 | 2.02 | 1.98 |
ყაბარდო-ბალყარეთი | 2.45 | 2.04 | 3.11 | 1.83 | 1.65 | 2.02 |
ყარაჩაი-ჩერქეზეთი | 2.19 | 1.89 | 2.51 | 1.65 | 1.48 | 1.78 |
სტავროპოლის მხარე | 2.10 | 1.73 | 2.64 | 1.62 | 1.43 | 1.96 |
ურალის ფედერალური ოკრუგი | 1.88 | 1.73 | 2.68 | 1.96 | 1.82 | 2.76 |
კურგანის ოლქი | 2.15 | 1.82 | 2.72 | 2.10 | 1.78 | 2.87 |
იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგი | 2.19 | 1.94 | 3.19 | |||
ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგი | 2.09 | 2.07 | 2.41 | |||
ტიუმენის ოლქი | 1.99 | 1.85 | 2.55 | 2.07 | 1.94 | 2.71 |
სვერდლოვსკის ოლქი | 1.73 | 1.63 | 2.69 | 1.92 | 1.80 | 2.77 |
ჩელიაბინსკის ოლქი | 1.89 | 1.74 | 2.80 | 1.86 | 1.70 | 2.78 |
ციმბირის ფედერალური ოკრუგი | 2.03 | 1.79 | 2.87 | 1.90 | 1.65 | 2.94 |
ტუვა | 3.22 | 2.64 | 3.85 | 3.49 | 2.34 | 6.78 |
ალთაის რესპუბლიკა | 2.52 | 1.62 | 3.08 | 2.88 | 1.70 | 5.20 |
ბურიატეთი | 2.49 | 2.10 | 3.37 | 2.26 | 1.87 | 3.12 |
იმიერბაიკალეთის მხარე | 2.49 | 2.10 | 3.38 | 2.08 | 1.75 | 3.13 |
ხაკასეთი | 2.27 | 2.04 | 3.04 | 2.01 | 1.72 | 2.82 |
ირკუტსკის ოლქი | 2.22 | 2.02 | 3.29 | 1.97 | 1.76 | 2.99 |
ალთაის მხარე | 1.91 | 1.66 | 2.42 | 1.84 | 1.52 | 2.66 |
ომსკის ოლქი | 1.98 | 1.69 | 2.87 | 1.95 | 1.68 | 2.93 |
კემეროვოს ოლქი | 1.92 | 1.84 | 2.62 | 1.78 | 1.69 | 2.43 |
კრასნოიარსკის მხარე | 1.88 | 1.65 | 2.85 | 1.81 | 1.61 | 2.91 |
ნოვოსიბირსკის ოლქი | 1.83 | 1.64 | 2.66 | 1.77 | 1.59 | 2.74 |
ტომსკის ოლქი | 1.62 | 1.40 | 2.41 | 1.59 | 1.37 | 2.68 |
შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოკრუგი | 2.07 | 1.88 | 2.80 | 1.87 | 1.64 | 2.88 |
სახა (იაკუტია) | 2.46 | 2.08 | 3.28 | 2.25 | 1.78 | 3.47 |
ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი | 2.09 | 1.82 | 2.88 | 2.04 | 1.59 | 3.15 |
ებრაელთა ავტონომიური ოლქი | 2.40 | 2.00 | 3.30 | 1.95 | 1.72 | 2.60 |
ამურის ოლქი | 2.18 | 1.91 | 3.00 | 1.85 | 1.53 | 2.94 |
სახალინის ოლქი | 2.00 | 1.94 | 2.47 | 1.96 | 1.83 | 2.85 |
კამჩატკის მხარე | 1.69 | 1.57 | 2.25 | 1.85 | 1.75 | 2.29 |
ხაბაროვსკის მხარე | 1.99 | 1.88 | 2.63 | 1.79 | 1.65 | 2.72 |
მაგადანის ოლქი | 1.89 | 1.83 | 2.56 | 1.66 | 1.63 | 2.88 |
პრიმორიეს მხარე | 1.97 | 1.83 | 2.58 | 1.73 | 1.55 | 2.61 |
ვოლგისპირეთის ფედერალური ოკრუგი | 1.97 | 1.75 | 2.72 | 1.79 | 1.60 | 2.46 |
ორენბურგის ოლქი | 2.20 | 1.87 | 3.01 | 2.03 | 1.59 | 3.16 |
პერმის მხარე | 1.99 | 1.80 | 2.85 | 1.98 | 1.72 | 3.16 |
მარი-ელი | 2.16 | 1.87 | 2.79 | 1.98 | 1.74 | 2.65 |
უდმურტეთი | 2.05 | 1.81 | 2.80 | 1.96 | 1.58 | 3.13 |
ბაშკირეთი | 2.18 | 1.84 | 3.09 | 1.95 | 1.74 | 2.53 |
კიროვის ოლქი | 2.01 | 1.82 | 2.57 | 1.89 | 1.62 | 3.61 |
ჩუვაშეთი | 2.12 | 1.78 | 2.98 | 1.88 | 1.55 | 2.89 |
თათრეთი | 2.05 | 1.86 | 2.87 | 1.84 | 1.75 | 2.22 |
ულიანოვსკის ოლქი | 1.94 | 1.78 | 2.61 | 1.67 | 1.58 | 2.00 |
სამარის ოლქი | 1.73 | 1.62 | 2.35 | 1.65 | 1.55 | 2.13 |
ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი | 1.69 | 1.59 | 2.20 | 1.59 | 1.52 | 1.96 |
სარატოვის ოლქი | 1.91 | 1.70 | 2.70 | 1.57 | 1.42 | 2.14 |
პენზის ოლქი | 1.82 | 1.63 | 2.34 | 1.53 | 1.42 | 1.86 |
მორდვეთი | 1.87 | 1.69 | 2.29 | 1.37 | 1.31 | 1.54 |
სამხრეთის ფედერალური ოკრუგი | 1.71 | 1.60 | 1.92 | |||
ასტრახანის ოლქი | 2.14 | 1.81 | 2.93 | 1.97 | 1.82 | 2.27 |
ყალმუხეთი | 2.66 | 2.29 | 3.10 | 1.85 | 1.85 | 1.85 |
კრასნოდარის მხარე | 2.06 | 1.90 | 2.30 | 1.81 | 1.82 | 1.77 |
ადიღეს რესპუბლიკა | 2.06 | 1.88 | 2.37 | 1.73 | 1.55 | 1.93 |
ვოლგოგრადის ოლქი | 1.91 | 1.72 | 2.67 | 1.57 | 1.42 | 2.11 |
როსტოვის ოლქი | 1.80 | 1.62 | 2.34 | 1.61 | 1.44 | 2.03 |
ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგი | 1.67 | 1.58 | 2.25 | 1.61 | 1.53 | 2.25 |
ნენთა ავტონომიური ოკრუგი | 2.42 | 1.83 | 6.09 | |||
კომის რესპუბლიკა | 1.87 | 1.76 | 2.39 | 2.01 | 1.67 | 4.74 |
ვოლოგდის ოლქი | 2.02 | 1.81 | 2.60 | 1.86 | 1.64 | 2.77 |
არხანგელსკის ოლქი | 2.00 | 1.80 | 2.71 | 1.84 | 1.54 | 4.23 |
ნოვგოროდის ოლქი | 1.87 | 1.71 | 2.39 | 1.75 | 1.62 | 2.20 |
ფსკოვის ოლქი | 1.84 | 1.70 | 2.30 | 1.70 | 1.52 | 2.36 |
კარელიის რესპუბლიკა | 1.87 | 1.80 | 2.34 | 1.74 | 1.52 | 3.71 |
კალინინგრადის ოლქი | 1.81 | 1.68 | 2.39 | 1.70 | 1.59 | 2.08 |
მურმანსკის ოლქი | 1.60 | 1.61 | 1.54 | 1.65 | 1.63 | 2.03 |
სანქტ-პეტერბურგი | 1.40 | 1.40 | 1.52 | 1.52 | ||
ლენინგრადის ოლქი | 1.66 | 1.66 | 1.67 | 1.28 | 1.33 | 1.19 |
ცენტრალური ფედერალური ოკრუგი | 1.64 | 1.54 | 2.19 | 1.51 | 1.45 | 1.86 |
კოსტრომის ოლქი | 1.93 | 1.70 | 2.63 | 1.87 | 1.64 | 2.67 |
კურსკის ოლქი | 1.85 | 1.68 | 2.33 | 1.70 | 1.51 | 2.30 |
ტვერის ოლქი | 1.81 | 1.63 | 2.45 | 1.66 | 1.54 | 2.17 |
იაროსლავლის ოლქი | 1.69 | 1.60 | 2.27 | 1.64 | 1.55 | 2.20 |
კალუგის ოლქი | 1.78 | 1.65 | 2.19 | 1.69 | 1.62 | 1.94 |
ლიპეცკის ოლქი | 1.81 | 1.66 | 2.20 | 1.66 | 1.52 | 1.95 |
ვლადიმირის ოლქი | 1.79 | 1.71 | 2.22 | 1.64 | 1.59 | 1.87 |
რიაზანის ოლქი | 1.80 | 1.67 | 2.25 | 1.60 | 1.37 | 2.37 |
ივანოვოს ოლქი | 1.72 | 1.61 | 2.46 | 1.57 | 1.52 | 1.87 |
ბრიანსკის ოლქი | 2.02 | 1.82 | 2.75 | 1.56 | 1.42 | 1.91 |
ორიოლის ოლქი | 1.84 | 1.58 | 2.53 | 1.55 | 1.26 | 2.35 |
ბელგოროდის ოლქი | 1.91 | 1.74 | 2.39 | 1.54 | 1.41 | 1.91 |
მოსკოვის ოლქი | 1.44 | 1.39 | 1.66 | 1.60 | 1.63 | 1.47 |
სმოლენსკის ოლქი | 1.79 | 1.63 | 2.38 | 1.53 | 1.43 | 1.89 |
ვორონეჟის ოლქი | 1.78 | 1.64 | 2.12 | 1.47 | 1.37 | 1.80 |
ტულის ოლქი | 1.68 | 1.60 | 2.16 | 1.47 | 1.41 | 1.65 |
ტამბოვის ოლქი | 1.83 | 1.61 | 2.29 | 1.49 | 1.40 | 1.64 |
მოსკოვი | 1.42 | 1.42 | 1.34 | 1.34 | 1.69 |