რუსეთის დროშა | |
---|---|
რუსეთის ფედერაცია | |
მიღებულია |
11 დეკემბერი, 1993 (დღევანდელი სახით პირველად დამტკიცდა 1720 წელს) |
პროპორცია | 2:3 |
კომპიუტერული დიზაინი |
მართკუთხა სამფეროვანი ქსოვილი, რომელიც შედგება სამი თანაბარი ზომის ჰორიზონტალური თეთრი (ზევით), ლურჯი (შუაში) და წითელი (ქვევით) ზოლისაგან. |
წინა დროშები | |
რსფსრ-ის სახელმწიფო დროშა 1991 წლის 1 ნოემბრიდან 1991 წლის 25 დეკემბრამდე და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა 1991 წლის 25 დეკემბრიდან 1993 წლის 11 დეკემბრამდე. | |
პროპორცია | 1:2 |
რუსეთის დროშა — რუსეთის სახელმწიფო სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. ოფიციალურად მიიღეს 1993 წლის 11 დეკემბერს წინა დროშის პროპორციებისა და ფერების სიმკვეთრის შესწორების შედეგად.
მსგავსი სამფეროვანი დროშები რუსეთის გარდა გამოიყენება სხვა სლავურ სახელმწიფოებშიც (სლოვაკეთსა და სლოვენიაში).