სალმან ხანი | |
---|---|
სალმან ხანი TED 2011-ის კონფერენციაზე | |
მშობლიური სახელი | Salman Khan |
დაბადების თარიღი |
11 ოქტომბერი, 1976 მეტარი, ლუიზიანა, აშშ |
რეზიდენცია | მაუნტინ-ვიუ, კალიფორნია, აშშ |
განათლება | გრეის კინგის საშუალო სკოლა |
ალმა-მატერი |
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი ჰარვარდის უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
მასწავლებელი, ხანის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი |
ხელფასი | 800,000 აშშ დოლარი |
მეუღლე(ები) | უმაიამა მარვი |
სალმან ხანი (ინგლ. Sal Khan; დ. 11 ოქტომბერი, 1976) — ამერიკელი განმანათლებელი და მეწარმე. უფასო, ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა ხანის აკადემიის დამაარსებელი.
ორგანიზაციას საიტზე წარმოდგენილი აქვს 6500-ზე მეტი ვიდეო გაკვეთილი. ასევე საიტზე შესაძლებელია სხვადასხვა აკადემიური საგნების ფართო სპექტრი ხილვა, ძირითადი ყურადღება კი მიპყრობილია მათემატიკასა და მეცნიერებებზე, ხანი ასევე არის თავისივე სახელობის ლაბორატორიული სკოლის დამაარსებელი.
2018 წლის ივნისის მონაცემებით აკადემიის YouTube არხს ჰყავს 4 მილიონზე მეტი გამომწერი, ხოლო ვიდეო გაკვეთილების ნახვის რაოდენობა 1.5 მილიარდს აღემატება.
2012 წელს ტაიმმა სალმან ხანი დაასახელა სიაში „წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი“, ჟურნალ „ფორბსმა“ კი მისი ფოტო გარეკანზე დაბეჭდა და სტატიაც მიუძღვნა სათაურით „1 ტრილიონ დოლარიანი შესაძლებლობა“.
სალ ხანი დაიბადა ლუიზიანის შტატ მეტარიში ერთ ბენგალურ ოჯახში . მან ადრეული განათლება მიიღო თავის მშობლიურ ქალაქში, გრეის კინგის სასუალო სკოლაში, სადაც როგორც თავად ამბობს „რამდენიმე თანაკლასელი ციხიდან ახალგამოსული იყო, სხვები კი საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლას ლამობდნენ“. მოგვიანებით ხანი ესწრებოდა ლექციებს MIT-ში, სადაც მან მიიღო მეცნიერების ბაკალავრის და მეცნიერების დოქტორის ხარისხები (ელექტრონულ ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში).
ასევე ის ფლობს დოქტორის ხარისხს ბიზნესის მართვაში (ჰარვარდის ბიზნესის სკოლა).
2002 წლის ზაფხულში სალ ხანი მუშაობდა კომპანია PARC-ში სტაჟიორად, ხოლო 2003 წლიდან გვიან 2009 წლამდე ის მუშაობდა ჰეჯ ფონდის ანალიტიკოსად Connective Capital Management-ში .
2003 წელს ხანი თავისი ბიძაშვილისთვის, რომელსაც ის მათემატიკაში ეხმარებოდა, იღებდა ვიდეოებს და უგზავნიდა მას ინტერნეტის მეშვეობით. ხანმა შემდგომში (2006 წ.) ვიდეოების განთავსება დაიწყო საკუთარ YouTube არხზე, მას შემდეგ რაც მისმა მეგობრებმა და ნათესავებმა შეიტყვეს ამ ყველაფრის შესახებ და ნახეს ვიდეოები.
საგანმანათლებლო ვიდეოების პოპულარულობამ ხანს სამსახურის დატოვებისკენ უბიძგა, მას შემდეგ რაც მან სამსახური დატოვა თავისი მეგობრის ჯოშ გეფნერის აქტიური ხელშეწყობით სალ ხანმა მთელი თავისი ყურადღება YouTube არხის განვითარებას მიაპყრო. შედეგად ხანის აკადემიამ მიიღო ფინანსური მხარდაჭერა ამერიკელი ინვესტორის ჯონ დაუერის მეუღლე ანა დაუერისგან.
ვიდეოებმა მსოფლიო მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც აისახა კიდევაც ნახვების რაოდენობაში, მხოლოდ პირველ წლებში მისმა ვიდეოებმა 458 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვეს.
2012 წელს ხანმა გამოაქვეყნა წიგნი ხანის აკადემიის საგანმანათლებლო მიზნების შესახებ სათაურით: „The One World Schoolhouse: Education Reimagined“.
2018 წლის მონაცემებით ხანის აკადემიის ვიდეო გაკვეთილებს თავის YouTube არხზე ჯამში 1. 400 000 000-ზე მეტი ნახვა აქვს.
ხანს სჯერა, რომ ტრადიციული საკლასო განათლების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა გაზრდის მასწავლებლის ეფექტურობას, მათი ტრადიციული გაკვეთილებისგან გათავისუფლების მეშვეობით და მისცემს მათ მეტ დროს, ცალკეული სტუდენტების განსაზღვრული საჭიროებების შესასწავლად.