სახელმწიფო რელიგია (რომელსაც ასევე უწოდებენ დამკვიდრებულ რელიგიას ან ოფიციალურ რელიგიას) - რელიგიური ორგანო ან ქმნილება, რომელსაც ოფიციალურად ამტკიცებს სახელმწიფო. ოფიციალური რელიგიის მქონე სახელმწიფო, რომელიც არ არის სეკულარული, არ არის აუცილებლად თეოკრატია, ქვეყანა, რომლის მმართველები არიან როგორც საერო, ასევე სულიერი ავტორიტეტები. სახელმწიფო რელიგიები არის ოფიციალური ან სამთავრობო სანქცირებული რელიგიები. სახელმწიფოს არ სჭირდება რელიგიის კონტროლის ქვეშ მოქცევა (როგორც თეოკრატიაში) და არც სახელმწიფო აწესებს სანქციებს რელიგიაზე და შესაბამისად, რელიგია არ არის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ.
ოფიციალური რელიგიები მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე იყო ცნობილი თითქმის ყველა ტიპის კულტურაში, ძველ ახლო აღმოსავლეთითა და პრეისტორიით დაწყებული. რელიგიური კულტისა და სახელმწიფოს ურთიერთობა განხილულია მარკუს ვარონის მიერ, ტერმინ - თეოლოგიის ცივილიზაციის ქვეშ. („სამოქალაქო თეოლოგია“). სახელმწიფო დაფინანსებული პირველი ქრისტიანული ეკლესია იყო სომხური სამოციქულო ეკლესია, რომელიც დაარსდა 301 წელს. ქრისტიანობაში. ტერმინი ეკლესია, ჩვეულებრივ, გამოიყენება ქრისტიანული თაყვანისმცემლობის ადგილებზე ან მათში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გასაიგივებლად, ტერმინი სახელმწიფო ეკლესია ასოცირდება მთავრობისგან სანქცირებულ ქრისტიანობასთან. რომლის ისტორიული მაგალითია რომის იმპერიის სახელმწიფო ეკლესია. სახელმწიფო ეკლესიებთან მჭიდრო კავშირშია ტერმინი ეკლესიაც, რომელიც ანალოგიურია, მაგრამ უფრო უმნიშვნელო კონოტაცია აქვთ.
შუა აღმოსავლეთში, ბევრ სახელმწიფოში, რომლებსაც ძირითადად ისლამური მოსახლეობა ჰყავს, მიღებული აქვთ ისლამი, როგორც თავიანთი სახელმწიფო რელიგია და აღიარებულია ორივე მხრიდან, როგორც შიიტური ისევე სუნიტური. რელიგიური შეზღუდვების ხარისხი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. საუდის არაბეთის მმართველები იყენებენ როგორც საერო, ისე სასულიერო ძალას, მაშინ როცა ირანის საერო პრეზიდენტებმა უნდა დაიცვან და განახორციელონ რელიგიური ხელისუფლების გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი მოხდა 1979 წლის რევოლუციის შემდეგ. თურქეთი, რომელსაც ასევე ძირითადად ჰყავს მუსლიმი მოსახლეობა, გახდა სეკულარული სახელმწიფო ათათურქის რეფორმების შემდეგ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ განსხვავებით იმავე პერიოდის რუსული რევოლუციისგან, მან შედეგად არ მოიტანა სახელმწიფო ათეიზმის მიღება.
რელიგიური ხარისხი, რომელიც ოფიციალურმა ეროვნულმა რელიგიამ სახელმწიფოებს დააკისრა თანამედროვე საზოგადოებაში მნიშვნელოვნად განსხვავდება; გვხვდება, როგორც ძალიან მაღალი კონცენტრაციით საუდის არაბეთში, ასევე მინიმუმამდე დაყვანილი ან საერთოდ უხილავი, როგორც ეს ხდება დანიაში, ინგლისში, ისლანდიასა და საბერძნეთში.
მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლისთვის ინდუიზმი არ არის ჩამოყალიბებული, როგორც სახელმწიფო რელიგია, ნეპალის რესპუბლიკა ცდილობს გარკვეული უფლებები მიანიჭოს ინდუსტურ პრაქტიკას.
ნეპალის კონსტიტუციაში სპეციალური მუხლია დათმობილი უძველესი რელიგიის დაცვასთან დაკავშირებით, ისეთი როგორიცაა ინდუიზმი ან „Sanatan Dharma“. ეს კი ხდება ოფიციალური სახელმწიფო რელიგიის არქონის პირობებში. კონტიტუციით ეს ქვეყანა განსაზღვრულია, როგორც სეკულარული სახელმწიფო, სადაც უძველესი რელიგიური პრაქტიკა დაცულია.
მმართველობები, სადაც ბუდიზმი ან მისი სპეციფიკური ფორმა დამკვიდრდა, როგორც ოფიციალური რელიგია:
ბუტანის კონსტიტუცია ბუდიზმს განმარტავს, როგორც „ბუტანის სასულიერო მემკვიდრეობა“. აქ ასევე განმარტებულია, რომ მეფემ უნდა აირჩიოს მონასტრული საქმეების კომისია
კამბოჯას კონსტიტუციაში ბუდიზმი განმარტებულია, როგორც ოფიციალური საელმწიფო რელიგია. კამბოჯას მოსახლეობის 98% არის ბუდისტი.
ლაოსის კონსტიტუციის მიხედვით, ბუდიზმს აქვს მინიჭებული სპეციალური პრივილეგია. ქვეყანა პატივს სცემს და იცავს ბუდიზმის ყველა კანონიერ უფლებას
მიანმარის კონსტიტუციის 361 მუხლში წერია: „ერთობა აღიარებს ბუდიზმის სპეციალურ პოზიციას, როგორც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის რწმენას.“
შრი-ლანკას კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე ნაწილში წერია: „შრი-ლანკის რესპუბლიკამ უნდა მისცეს ბუდიზმს მნიშვნელოვანი ადგილი საზოგადოებაში და სახელმწიფომ უნდა დაიცვას იგი. მან ასევე უნდა დაიცვას სხვა რელიგიების უფლებებიც, მე-10 მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით. ქვეყანას არ აქვს ოფიციალური სახელმწიფო რელიგია. უზენაესი სასამართლოს მიერ იგი აღიარებულია სეკულარულ სახელმწიფოდ.“
ტაილანდის კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო არის სეკულარული და რელიგიური თავისუფლება გარანტირებულაი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამავდროულად, ბუდიზმს ენიჭება ზოგიერთი პრივილეგია, როგორიცაა სახელმწიფოს მხრიდან მისი მხარდაჭერა და დაცვა, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ბუდისტია. სახელმწიფო აძლევს ფულს ბუდისტ ბერებს ბუდისტური ტაძრების ასაშენებლად.
სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ ქრისტიანობის გარკვეულ ფორმას, როგორც მათ სახელმწიფო ან ოფიციალურ რელიგიად (დასახელებების მიხედვით):
იურისდიქციები, სადაც კათოლიციზმი ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო ან ოფიციალური რელიგია:
კოსტა-რიკას კონსტიტუციის 75-ე მუხლი ადასტურებს: „კათოლიკური და აპოსტოლური რელიგია არის ქვეყნის რელიგია, რომლის შენარჩუნებასაც სახელმწიფო უწყობს ხელს. ხელი არ ეშლება ქვეყნის მასშტაბით თაყვანისმცემლობის არანაირ ფორმას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საყოველთაო ზნეობასა და კეთილ ადათებს.“
ლიხტენშტაინის კონსტიტუცია კათოლიციზმს აცხადებს სახელმწიფო რელიგიად და ანიჭებს სახელმწიფოს მხრიდან სრულყოფილ დაცვას.
მალტას კონსტიტუციის მეორე მუხლი მალტის რელიგიად აცხადებს კათოლიკურ რელიგიას.
მონაკოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიხედვით,სახელმწიფო რელიგიად ცხადდება კათოლიკურ რელიგია.
ვატიკანი არის არჩევითი, თეოკრატიული ან რელიგიური აბსოლუტური მონარქია, რომელიც იმართება რომის პაპის მიერ. ქვეყნის უმაღლესი მმართველები არიან კათოლიკე სასულიერო პირები. ეს არის წმინდა საყდრის სუვენერული ტერიტორია (ლათ. Sancta Sedes), სადაც პაპის რეზიდენცია მდებარეობს, რომელიც მოიხსენიება, როგორც აპოსტოლური სასახლე.
საბერძნეთის ეკლესია არის აღიარებული კონსტიტუციურად, როგორც პრივილეგირებული რელიგია საბერძნეთში. ის არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მართლმადიდებლობა არის აღიარებული, როგორც სახელმწიფო რელიგია. ეს აღიარება არ აძლევს ექსკლუზიურ თაყვანისმცემლობის უფლებას მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველა რელიგიას თანაბარი უფლება ეძლება აწარმოოს თავისი რიტუალები.
ქვემოთ მოყვანილი იურისდიქციები თავიანთ კონსტიტუციებში სხვადასხვა ხარისხს ანიჭებენ მართლმადიდებლობას, მისი სახელმწიფო რელიგიად დადგენის გარეშე:
ბულგარეთის კონსტიტუციაში ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია არის აღიარებული, როგორც ბულგარელი ხალხის „ტრადიციული რელიგია“, თუმცა სახელმწიფო რჩება სეკულარულად.
კვიპროსის კონსტიტუცია ამბობს: „კვიპროსის ბერძნულ-მართლამდიდებლურმა ეკლესიამ უნდა იქონიოს ექსკლუზიური უფლებები, რეგულირებისა და ადმინისტრირებისათვის“.
ფინეთის მართლმადიდებლური ეკლესია და ევანგელისტურ-ლუთერიანული ეკლესია აღიარებულია, როგორც „ნაციონალური ეკლესიები“.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესია აქვს ოფიციალური შეთანხმება სახელმწიფოსთან. კონსტიტუცია აღიარებს „მართლმადიდებლური ეკლესიის როლს საქართველოს ისტორიაში და დამოუკიდებლობის მოპოვებაში“. (იხ. 2002 წლის კონკორდატი)
შემდეგი სახელმწიფოები პროტესტანტიზმის გარკვეულ ფორმას აღიარებენ, როგორც მათ სახელმწიფო ან ოფიციალურ რელიგიად:
ინგლისის ეკლესია არ განივრცობა მთლიანად გაერთიანებულ სამეფოზე. უელსის ანგლიკანური ეკლესია, შოტლანდიის ეპისკოპალური ეკლესია და ირლანდიის ეკლესია არ არიან ოფიციალური ეკლესიები და ისინი არიან ინგლისის ეკლესიისგან დამოუკიდებლები.
იურისდიქციები, სადაც ლუთერანული ეკლესია იქცა სახელმწიფო რელიგიად.
ფინეთის ევანგელისტურ-ლუთერიანული ეკლესია აღიარებულია, როგორც „ნაციონალური ეკლესია ფინეთის სრულ ტერიტორიაზე“.
ისლანდია ეკლესიას აღიარებს სახელმწიფო ეკლესიად.
ნორვეგიაში „ნორვეგიული ეკლესია, ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესია, რჩება ნორვეგიის ნაციონალურ ეკლესიად და მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან“.
ბევრმა ისლამურმა ქვეყანამ კონსტიტუციურად განმარტა ისლამი ან მისი განსაკუთრებული ფორმა, როგორც სახელმწიფო რელიგია. პროზელიტიზმი (ხალხის სხვა რელიგიაზე მოქცევა) ხშირ შემთხვევაში უკანონოა ასეთ სახელმწიფოებში.
ავღანეთის კონსტიტუციის მეორე მუხლის მიხედვით: „ავღანეთის წმინდა რელიგიად ცხადდება ისლამი“. ოფიციალურად, ავღანეთი ყოველთვის იყო ისლამური სახელმწიფო 1987 წლის კონსტიტუციიდან მოყოლებული მასში შეტანილი სხვადასხვა ცვლილებების მიუხედავად.
ეგვიპტემ 2014 წლის კონტიტუციით ისლამი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
ირანის მე-12 მუხლის მიხედვით, ირანის ოფიციალური რელიგია არის ისლამი და ტველვერ ჯაფაარის სკოლა. მისი პრინციპები ხელშეუხებელია.
ერაყის მეორე მუხლის მიხედვით, „ისლამი არის სახელმწიფოს ოფიციალური რელიგია და ლეგიტიმაციის ძირითადი წყარო“.
საუდის არაბეთის პირველი მუხლის მიხედვით. „საუდის არაბეთის სამეფო არის ისლამური სახელმწიფო, რომლის ოფიციალური რელიგია არის ისლამი“.
ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს მთავრობის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური იდეოლოგია, რომელსაც შეიძლება ეწოდოს პოლიტიკური რელიგია.
ჩრდილოეთი კორეა აღიარებს ჩუჩხეს პოლიტიკურ ალტერნატივას სახელმწიფო ტრადიციულ რელიგიად. აღნიშნული დოქტრინა იზიარებს ნაციონალისტურ პროპაგანდას, რომელიც ფუნდამენტალურად უპირისპირდება ქრისტიანობას და ბუდიზმს.