სილეზიის მაღლობი

სილეზიის მაღლობი
ბლედოუს უდაბნო
ბლედოუს უდაბნო
კოორდინატები: 50°21′ ჩ. გ. 18°59′ ა. გ. / 50.350° ჩ. გ. 18.983° ა. გ. / 50.350; 18.983
ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
ტერიტორიული ერთეული ოპოლეს სავოევოდო
სილეზიის სავოევოდო
მალოპოლსკის სავოევოდო
უმაღლესი წერტილი სვენტეი-ანი
სიმაღლე 408 
ფართობი 3929 კმ²
სილეზიის მაღლობი — პოლონეთი
სილეზიის მაღლობი

სილეზიის მაღლობი (პოლ. Wyżyna Śląska) — მაღლობი სამხრეთ პოლონეთში. ადმინისტრაციულად ვრცელდება ოპოლეს, სილეზიისა და მალოპოლსკის სავოევოდოების ტერიტორიაზე. წარმოადგენს სილეზია-კრაკოვის მაღლობის სამხრეთ ნაწილს. ჩრდილოეთით ესაზღვრება ოპოლსკის დაბლობი და ვოზნიკ-ვიელუნის მაღლობი, აღმოსავლეთით კრაკოვ-ჩენსტოხოვის მაღლობი, სამხრეთით ოსვენციმის ქვაბული და ოსტრავის ქვაბული, დასავლეთით რაციბორსკის ქვაბული და ვროცლავის პრადოლინა. ფართობი 3929 კმ². გაბატონებულია მდინარეთა ხეობებით დანაწევრებული 200–300 მ სიმაღლის პლატო. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 408 მ (მთა სვენტეი-ანი). დამახასიათებელია მოგლუვებული მორენული რელიეფი. მაღლობის ფუნდამენტს ქმნის მძლავრი ქვანახშირის დანალექების წყება. მდინარე ბიალა-ფჟემშის ორივე მხარეზე ვრცელდება ბლედოუს ქვიშიანი უდაბნო. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 700–800 მმ. ანთროპოგენული ფაქტორებით შეცვლილია ადგილობრივი კლიმატი. სილეზიის მაღლობის ისტორიული დასავლეთი ნაწილი მიეკუთვნება ზემო სილეზიას, ხოლო აღმოსავლეთი — მცირე პოლონეთს. მთავარი მდინარეებია: ვისლა, ოდრა, ფჟემშა და ბრინიცა. ტერიტორიის დიდ ნაწილს წყლით უზრუნველყოფს გოჩალკოვიცეს წყალსაცავი. ურბანიზებული ტერიტორიაა. სილეზიის მაღლობის ფარგლებშია ზემო სილეზიის ქვანახშირის აუზის დიდი ნაწილი.

სქოლიო

  1. Jerzy Kondracki. Geografia fizyczna Polski, Państ. Wydaw. Naukowe, 1978
  2. Niedźwiedzki R., 2008: Klasztor na Górze na krawędzi zagłady. Tygodnik Strzelec Opolski, 23 (3 VI 2008)
  3. Stanisław Lencewicz, Jerzy Kondracki. Geografia fizyczna Polski. Państwowe Wydawn. Naukowe, 1959
  4. Upper Silesian Coal Basin | Site overview