ტეუანტეპეკის ყელი (ესპ. Istmo de Tehuantepec) – ხმელეთის ვიწრო ზოლი, ყელი ჩრდილოეთ ამერიკაში ატლანტის ოკეანის მექსიკის ყურესა და წყნარ ოკეანეს შორის.
სახელწოდება მოდის ოახაკას შტატის ქალაქ სანტო-დომინგო-ტეუანტეპეკიდან, რომლის სახელიც თავის მხრივ წარმოდგება ნაუატ. tecuani-tepec, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც "იაგუარების მთა".
ყელი მდებარეობს ძირითადად ვერაკრუსისა და ოახაკის შტატების ტერიტორიაზე. მისი სიგანე ჩრდილოეთით კამპეჩეს ყურედან, სამხრეთით ტეუანტეპეკის ყურემდე არის 215 კმ.
ყელს დასავლეთიდან ესაზღვრება სამხრეთი სიერა-მადრე. ტეუანტეპეკის ყელზე გამავალი რკინიგზის უმაღლესი ადგილია ჩიველას უღელტეხილი (224 მ.). ჩრდილოეთი ნაწილი დაჭაობებულია. აღმოსავლეთით ყელს ესაზღვრება სიერა-მადრე-დე-ჩიაპასის ქედი.
კამპეჩეს ყურეში მდებარეობს პორტი კოაცაკოალკოსი, ხოლო ტეუანტეპეკის ყურეში – სალინა-კრუსი.