ტორდესილასის ხელშეკრულება დაიდო 1494 წლის 7 ივნისს, ტორდესილასში (ესპანეთი), რომის პაპის ალექსანდრე VI-ის ინიციატივით, ესპანეთსა და პორტუგალიას შორის. ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილ იქნა გამყოფი ხაზი, დასავლეთის გრძედის 46° მერიდიანი, რომლის დასავლეთით აღმოჩენილი ყველა ახალი ტერიტორია ცხადდებოდა ესპანეთის საკუთრებად, ხოლო მისგან აღმოსავლეთით აღმოჩენილი ახალი მიწები პორტუგალიის სამფლობელოებად.
მაგრამ შემდგომში პორტუგალიელებმა დაარღვიეს ეს ხელშეკრულება, როდესაც მერიდიანის დასავლეთითაც აითვისეს მიწები და შექმნეს კოლონია ბრაზილია.