ტორტოსა

ქალაქი
ტორტოსა
დროშა გერბი

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ავტონომიური გაერთიანება კატალონია
პროვინცია ტარაგონის პროვინცია
შიდა დაყოფა Bítem, Campredó და Jesús
კოორდინატები 40°48′45″ ჩ. გ. 0°31′16″ ა. გ. / 40.81250° ჩ. გ. 0.52111° ა. გ. / 40.81250; 0.52111
მმართველი Jordi Jordan Farnós
ფართობი 218.50 კმ²
ცენტრის სიმაღლე 12±1 მეტრი
ოფიციალური ენა კატალანური ენა
მოსახლეობა 34 639 (2023)
სასაათო სარტყელი UTC+1
საფოსტო ინდექსი 43500
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი http://www.tortosa.cat/
ტორტოსა — ესპანეთი
ტორტოსა

ტორტოსა (ესპ. Tortosa) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, კატალონიის ავტონომიური გაერთიანების ტარაგონის პროვინციაში. მდებარეობს მდინარე ებროზე, ქალაქ ტარაგონიდან სამხრეთ-დასავლეთით. 33 439 მცხოვრები (2020) წარმოიშვა როგორც დერტოსა, შემდგომში მისი გეგმა შეიცვალა რომაელი მხედართმთავრის სციპიონ აფრიკელის მიერ, იულიუს კეისარმა მუნიციპიუმად (ქალაქად) გადააქცია, ხოლო იმპერატორმა ავგუსტუსმა კოლონიური პროვოლეგიები მისცა. მავრების მმართველობის დროს კორდოვის სახალიფოს მნიშვნელოვანი სასაზღვრო ქალაქი და მცირე ხნით მავრთა პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქიც კი იყო. 1148 წელს ტორტოსა დაიპყრო ბარსეონის გრაფმა რამონ ბერენგერ IV-მა და მას მაღალი პრივილეგიის ქარტია უბოძა. 1149 წელს მავრების მცდელობა, დაებრუნებინათ ქალაქი, უშედეგო აღმოჩნდა, ძირითადად ქალების მამაცური ბრძოლის გამო. ესპანეთის სამოქალაქო ომის ბოლო პერიოდში (1939) ქალაქს დიდი ზიანი მიადგა, თუმცა უმეტესი ნაწილი შემდეგ აღდგა. მთავარი ღირსშესანიშნაობებია: გოტიკური ტაძარი (1347), ბაროკოს სტილში შესრულებული ფასადით (1705); აღორძინების ხანის სასახლე; შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები. ქალაქში არის ტექნიკური სკოლა და ობსერვატორია.

ტორტოსა გადაჰყურებს ვრცელ ვაკეს, სადაც ბრინჯის პლანტაციები, ხეხილის ბაღები, ზეთისხილისა და ნუშის ხეებია გაშენებული. ზეითუნის ზეთი წარმოების ძირითადი პროდუქტია. აწარმოებენ სასუქებს, საპონს, ცემენტს, ფარმაცევტულ პრეპარატებს, თავსაბურავებს, ტრიკოტაჟს; ასევე განვითარებულია ბრინჯის ლეწვა, ხორბლის დაფქვა, ხის ხერხვა.

ჰავა

ჰავის მონაცემები — ტორტოსა (1981-2010; ექსტრემუმები — 1920-დან)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 28.1 26.3 32.5 33.9 36.0 39.6 43.0 41.1 41.4 34.5 28.2 25.6 43.0
საშუალო მაღალი °C 14.6 16.4 19.5 21.5 24.9 29.4 32.2 32.3 28.8 24.0 18.4 14.9 23.1
საშუალო დღიური °C 10.1 11.2 13.8 15.8 19.2 23.4 26.3 26.5 23.2 18.8 13.9 10.6 17.7
საშუალო დაბალი °C 5.6 6.0 8.1 10.1 13.4 17.5 20.3 20.6 17.5 13.6 9.3 6.3 12.4
რეკორდულად დაბალი °C −5.0 −6.4 −2.5 0.1 3.8 9.2 12.4 12.4 9.1 3.6 −2.0 −3.8 −6.4
საშუალო ნალექი (მმ) 33 28 30 48 58 25 15 33 59 78 60 41 508
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 1 მმ) 4 4 3 5 6 3 2 3 5 6 5 4 50
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 65 63 60 59 60 58 57 60 64 68 67 67 62
საშუალო თვიური მზიანი საათები 163 167 211 230 257 292 329 283 225 192 162 155 2 662
წყარო: ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტო

სქოლიო

  1. art.6 // (unspecified title)
  2. National Statistics Institute Municipal Register of Spain of 2023 — 2023.
  3. 3.0 3.1 Tortosa. Encyclopedia Britannica online (30 სექტემბერი, 2010). ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი, 2021
  4. Valores climatológicos normales. Tortosa. ციტირების თარიღი: 2014-09-26
  5. Estación de Tortosa (Roquetes): Estación de Tortosa (Roquetes) - Valores extremos absolutos - Selector - Agencia Estatal de Meteorología - AEMET. Gobierno de España.