მონღოლები | |
---|---|
ტუვური ხორხისმიერი სიმღერა | |
საერთო მოსახლეობა | |
270 000-ზე მეტი | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ტუვა | |
რუსეთი | 263 934 |
მონღოლეთი | 5169 |
ჩინეთი | ≈3900 |
უკრაინა | 43 |
ენები | ტუვა, რუსული და მონღოლური |
რელიგიები | ტიბეტური ბუდიზმი, ტენგრიზმი. |
ტუველები (ტუვა: Тывалар, ტივალარ; მონღ. Tuva) — თურქულენოვანი ერი, ტუვის (რუსეთი) ძირითადი მოსახლეობა. რაოდენობა 263,9 ათ. კაცი (მ.შ. ტოჯინელები 1,9 ათ. კაცი), მათგან ტუვაში აღწერილია 249,3 ათ. კაცი (2010, აღწერა). 5,2 ათ. ტუველი (2010, აღწერა) ცხოვრობს მონღოლეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში, დაახლ. 4 ათ. კაცი — ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში (ოფიციალურად — მონღოლების შემადგენლობაში; სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რაიონის ილი-ყაზახის ავტონომიური ოლქის ალთაის ოლქი). ლაპარაკობენ ტუვა ენაზე, აგრეთვე რუსულად. რელიგია — ლამაიზმი, შამანიზმი. ანთროპოლოგიურად მონღოლოიდები არიან. ველის ტუველების ეთნოგენეზში მონაწილეობდნენ ძირითადად ცენტრალური აზიის ძველი თურქულენოვანი ტომები და მათ მიერ ასიმილირებული მონღოლურენოვანი ჯგუფები. ტაიგის ტუველები ჩამოყალიბდნენ სამოდიური და კეტური ჯგუფების თურქულენოვან მოსახლეობასთან ასიმილაციით. მისდევდნენ მომთაბარე მესაქონლეობას და პრიმიტიულ მიწათმოქმედებას, ჩრდილოეთში — მეირმეობას. ოქტომბრისა (1917) და ტუვის (1921) რევოლუციების შემდეგ მათ ყოფასა და კულტურაში ცვლილებები მოხდა.
|quotes=
(დახმარება)