სრული სახელი | Fenerbahçe Spor Kulübü | |||
---|---|---|---|---|
მოკლე სახელი | FB | |||
დაარსდა | 3 მაისი, 1907 როგორც Fenerbahçe Futbol Kulübü | |||
სტადიონი |
შუქრუ სარაჯოღლუ (ტევადობა: 50.509) | |||
მწვრთნელი | ისმაილ კარტალი | |||
ლიგა | სუპერლიგა | |||
2022-2023 | მე-2 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
ფენერბახჩე (თურქ. Fenerbahçe Spor Kulübü) — თურქული საფეხბურთო კლუბი, დაფუძნებული 1907 წელს სტამბოლში. ასპარეზობს თურქეთის სუპერლიგაში. მისი სახელი მომდინარეობს სტამბოლის ამავე სახელწოდების უბნიდან. გუნდის ამჟამინდელი პრეზიდენტია ალი კოჩი.
„ფენერბახჩე“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თურქული კლუბია, რომელიც არასდროს დაქვეითებულა თურქეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონიდან. კლუბი საშინაო მატჩებს მართავს შუქრუ სარაჯოღლუს სახელობის სტადიონზე, რომელიც 50.509 მაყურებელს იტევს.
არსებობის ისტორიაში კლუბს მოგებული აქვს 19 სუპერლიგა, 7 თურქეთის თასი, 9 თურქეთის სუპერთასი და სხვა. გარდა ამისა, ფენერბახჩე უეფა-ს თასების მფლობელთა თასის 1963-1964 წლებისა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2007-2008 წლების სეზონების მეოთხედფინალისტია. ევროპულ ჩემპიონატებში კლუბის ყველაზე დიდ წარმატებად ითვლება უეფა-ს ევროპის ლიგის 2012-2013 წლების სეზონზე ნახევარფინალში გასვლა. „ფენერბახჩე“ ევროპული კლუბების ასოციაციის წევრია.