პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 1 აპრილი, 1927 | ||
დაბადების ადგილი | ბუდაპეშტი, უნგრეთი | ||
გარდაცვალების თარიღი | 17 ნოემბერი, 2006 (79 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | ბუდაპეშტი, უნგრეთი | ||
სიმაღლე | 169 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | გარემარბი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1943–1956 | ჰონვედი | 341 | (352) |
1958–1974 | რეალ მადრიდი | 180 | (156) |
ეროვნული ნაკრები | |||
1945–1956 | უნგრეთი | 85 | (84) |
1961–1962 | ესპანეთი | 4 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ფერენც პუშკაში (უნგრ. Ferenc Puskás , ნამდვ. სახელი ფერენც პურცელდი უნგრ. Ferenc Purczeld; დ. 1 აპრილი, 1927 — გ. 17 ნოემბერი, 2006 ) — უნგრელი ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი და მარცხენა გარემარბი. ასპარეზობდა საფეხბურთო კლუბების ჰონვედის და რეალ მადრიდის შემადგენლობაში. პუშკაში ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, ვისაც ორი სხვადასხვა ეროვნული ნაკრების მაისური აქვს მორგებული: უნგრეთის ნაკრების შემდეგ, რამდენიმე მატჩი ესპანეთის ნაკრებშიც ჩაატარა.
1960 წელს ფერენც პუშკაშმა France Football-ის ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მეშვიდე ადგილზე დასახელდა.