აჰმედ მუჰიდინ ფირი (დ. 1465/70 – გ. 1553) ცნობილი როგორც ფირი რეისი — ოსმალო ადმირალი, გეოგრაფი და კარტოგრაფი. მისი სახელი ითარგმნება როგორც „კაპიტანი ფირი“. მისი რუქები მისი ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვის აღწერაში. მისი მსოფლიოს რუკა ერთ-ერთი უძველესია რომელიც ახალ მსოფლიოს აღწერს. ბასრას მმართველი ყუბად ფაშას, ოსმალეთის ვასალის, დაუმორჩილებლობის და გამო, 90 წლის ასაკში ფირი რეისს თავი მოჰკვეთეს.