ფლორენცია (იტალ. Firenze , ძვ. იტალ. Fiorenza, ლათ. Florentia ) — იტალიის რეგიონის ტოსკანის და ფლორენციის პროვინციის დედაქალაქი . ის არის ტოსკანის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი 367 569 მცხოვრებით (1 500 000 შემოგარენის ჩათვლით).
ქალაქი მდებარეობს მდინარე არნოს გასწვრივ, მდიდარია თავისი ისტორიით . ფლორენცია უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო შუა საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაში, განსაკუთრებით მისი არქიტექტურით და ხელოვნებით . შუა საუკუნეების ფლორენცია ვაჭრობის და ფინანსური ცენტრი იყო. ჯერ კიდევ მე-13 საუკუნის დამლევს ქალაქში გაჩენილმა მოქალაქეებისა და მოვაჭრეების ფენამ საგრძნობლად შეკვეცა ფეოდალთა პრივილეგიები.
ფლორენცია ხშირად მოიაზრება იტალიური რენესანსის აკვნად. მას შუა საუკუნეების ათენსაც კი უწოდებდნენ. მედიჩების მმართველობის პერიოდში, ხანგრძლივად დე-ფაქტო დამოუკიდებლობაც ჰქონდა. 1865 -დან 1870 -მდე კი იტალიის სამეფოს დედაქალაქსაც წარმოადგენდა.
ქალაქი მილიონობით ტურისტს იზიდავს და 1982 წელს გამოცხადდა მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად . ფლორენცია ცნობილია როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ქალაქი. მან გავლენა იქონია მსოფლიოზე კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით. ფლორენცია არის საუკეთესოდ შენახული რენესანსული ქალაქი მსოფლიოში და ბევრი მას იტალიის კულტურულ დედაქალაქად მიიჩნევს. ის ასევე მრავალი ისტორიული პიროვნების სამშობლოც იყო. მაგალითად: დანტე ალიგიერი , ბოკაჩო , ბოტიჩელი , ჩეზარო პეტრარკა , ლეონარდო და ვინჩი , კოზიმო დე მედიჩი , ლორენცო დე მედიჩი , რაფაელი , ნიკოლა ფლამელი , ნიკოლო მაკიაველი , მიქელანჯელო , დონატელო , გალილეო გალილეი , ეკატერინე მედიჩი , რობერტო კავალი და ასე შემდეგ.
დამეგობრებული ქალაქები
ფლორენცია დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:
ბეთლემი , პალესტინის სახელმწიფო
ბუდაპეშტი , უნგრეთი
დრეზდენი , გერმანია
ედინბურგი , შოტლანდია , გაერთიანებული სამეფო
ფესი , მაროკო
ისპაჰანი , ირანი
კასელი , გერმანია
კიევი , უკრაინა
ქუვეითი , ქუვეითი
ტურკუ , ფინეთი
კიოტო , იაპონია
ნანკინი , ჩინეთი
ნაზარეთი , ისრაელი
ფილადელფია , პენსილვანია , აშშ
პუებლა , მექსიკა
რეიმსი , საფრანგეთი
რიგა , ლატვია
სალვადორი , ბრაზილია
სიდნეი , ავსტრალია
ტირანა , ალბანეთი
ვალიადოლიდი , ესპანეთი
ცნობილი ფლორენციელები
დანტე ალიგიერი
იოანე არგიროპულოსი , მეცნიერი
დანტე ალიგიერი , მწერალი, პოეტი
ჯოვანი ბოკაჩო , მეცნიერი
სანდრო ბოტიჩელი , მხატვარი
ფილიპო ბრუნელესკი , ხუროთმოძღვარი
მიქელანჯელო ბუონაროტი , მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და პოეტი
რობერტო კავალი , მოდის დიზაინერი
კარლო კოლოდი , მწერალი
დონატელო , მოქანდაკე
გალილეო გალილეი , ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი
ჯოტო დი ბონდონე , ფერმწერი, მოქანდაკე და არქიტექტორი
ნიკოლო მაკიაველი , პოლიტიკური მოაზროვნე, ისტორიკოსი, სამხედრო თეორეტიკოსი, დიპლომატი, ფილოსოფოსი, მწერალი და ჰუმანისტი
მედიჩები , ბანკირების პოლიტიკური დინასტია
ფლორენს ნაიტინგეილი , სოციალური რეფორმატორი და სტატისტიკოსი
რაფაელი , ხელოვანი მხატვარი და არქიტექტორი
ევანჯელისტა ტორიჩელი , მათემატიკოსი და ფიზიკოსი
ჯორჯო ვაზარი , მხატვარი, მწერალი, ისტორიკოსი და არქიტექტორი
ამერიგო ვესპუჩი , ვაჭარი, მკვლევარი და კარტოგრაფი
ლეონარდო და ვინჩი , არქიტექტორი, მათემატიკოსი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, ბოტანიკოსი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი, გეოლოგი, მწერალი, კარტოგრაფი და მხატვარი
ლიზა დელ ჯოკონდო , ფლორენციელი ქალბატონი რომელიც გამოსახულია ლეონარდო და ვინჩის სურათზე მონა ლიზა
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
ვალკამონიკის ხეობის კლდის ნახატები · სანტა-მარია-დელლა-გრაციეს ტაძარი · რომის ისტორიული ცენტრი და ვატიკანი , სან-პაოლო-ფუორი-ლე-მურა · ფლორენციის ისტორიული ცენტრი · პიაცა-დეი-მირაკოლი · ვენეცია და ვენეციის ლაგუნა · სან-ჯიმინიანოს ისტორიული ცენტრი · მატერა · ვიჩენცა და ანდრეა პალადიოს ვილები · კრესპი-დ’ადა · რენესანსის ეპოქის ქალაქი ფერარა და მდინარე პოს დელტა · ნეაპოლის ისტორიული ცენტრი · სიენას ისტორიული ცენტრი · კასტელ-დელ-მონტეს ციხესიმაგრე · რავენის ღირსშესანიშნაობები (გალა პლაციდიას მავზოლეუმი , მართლმადიდებლური სანათლავი , არიანული სანათლავი , სანტ-აპოლინარე-ნუოვოს ეკლესია , სანტ-აპოლინარე-ინ-კლასეს ეკლესია , სან-ვიტალეს ეკლესია , თეოდორიხის მავზოლეუმი , საარქიეპისკოპოსო კაპელა ) · პიენცას ისტორიული ცენტრი · ტრულოები ქალაქ ალბერობელოში · კაზერტის სამეფო სასახლე , ვანვიტელის აკვედუკი და სან-ლეუჩიო · აგრიჯენტო · პომპეის არქეოლოგიური ზონა, ჰერკულანუმი და ტორე-ანუნციატა · პადუის ბოტანიკური ბაღი · მოდენის საკათედრო ტაძარი , ტორე-ჩივიკას კოშკი და პიაცა-გრანდეს მოედანი ქალაქ მოდენაში · ამალფის სანაპირო · ქალაქი პორტოვენერე , ჩინკვე-ტერეს კულტურული ლანდშაფტი, კუნძული პალმარია , ტინო და ტინეტო · სავოიის მონარქების რეზიდენციები · სუ-ნურაკსი-დი-ბარუმინი · ვილა-დელ-კაზალე · აკვილია · ჩილენტოსა და ვალო-დი-დიანოს ეროვნული პარკი, პესტუმისა და ელეიას არქეოლოგიური ძეგლები, ჩერტოზა-დი-პადულას მონასტერი · ურბინოს ისტორიული ცენტრი · ვილა-ადრიანა · სან-ფრანჩესკოს ბაზილიკა · ვერონა · ლიპარი · ვილა-დ’ესტე · კალტაჯირონე , მილიტელო-ინ-ვალ-დი-კატანია , კატანია , მოდიკა , ნოტო , პალაცოლო-აკრეიდე , რაგუზა და შიკლი · წმინდა მთა · ეტრუსკული ნეკრეპოლისი და ტარკვინია · ვალ-დ’ორჩა · სირაკუზა და პანტალიკას ნეკროპოლისი · სტრადე-ნუოვეს ქუჩა დასასახლებების კომპლექსი პალაცი-დეი-როლი · რეტის რკინიგზა · მანტუა და საბიონეტა · დოლომიტის ალპები · მონტე-სან-ჯორჯიო · ლანგობარდების ნამოსახლარები · ალპების პრეისტორიული ნამოსახლარები · მედიჩის ვილები · პიემონტის ვენახების ლანდშაფტები: ლანგე -როერო და მონფერატო · არაბულ-ნორმანული სტილის პალერმო და ჩეფალუსა და მონრეალეს საკათედრო ტაძრები · ვენეციის თავდაცვითი ნაგებობები · კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები · ივრეა · პროსეკოს გორაკები კონეგლიანოსა და ვალდობიადენეში · ევროპის დიდი საკურორტო ქალაქები : მონტეკატინი-ტერმე · პადუის XIV საუკუნის ფრესკები (სკროვენის კაპელა , პალაციო-დელა-რაჯონე , პადუის წმინდა ანტონის ბაზილიკა , სან-მიკელეს ორატორია ) · ბოლონიის პორტიკები · ჩრდილოეთ ალპების კარსტები და მღვიმეები