ფონეტიკური პროცესები

ფონეტიკური პროცესები — სიტყვასა და სიტყვათმიმდევრობაში მოქმედი ბგერითი ცვლილებები, რომლებიც გამოწვეულია წარმოთქმის საერთო პირობებით. იმის მიხედვით თუ როგორია პირობები, განსხვავებულია:

  1. კომბინატორული ცვლილებები, რომლებიც სიტყვაში მოსაზღვრე ბგერათა ურთიერთგავლენისა და ურთიერთშეგუების (აკომოდაცია) შედეგია.
  2. პოზიციური ცვლილებები, გამოწვეული წარმოთქმის საერთო პირობებით (სიტყვაში ბგერის პოზიციით, მახვილის ადგილით ...).

გარკვეულ შემთხვევებში ბგერათა შეცვლას წარმართავს არაფონეტიკური ფაქტორები (მაგ., ანალოგია ...), მაგრამ ასეთი ცვლილებები, ჩვეულებრივ, არასისტემურია და სპორადულ ხასიათს ატარებს.

სქოლიო

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 363.