ფრანსუა ოლანდი

ფრანსუა ოლანდი
François Hollande
ფრანსუა ოლანდი François Hollande
საფრანგეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 მაისი, 2012 – 14 მაისი, 2017
წინამორბედინიკოლა სარკოზი
მემკვიდრეემანუელ მაკრონი

დაბადებული12 აგვისტო, 1954
რუანი, საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიასაფრანგეთის სოციალისტური პარტია
მეუღლესეგოლენ რუაიალი (1973–2007)
ვალერი ტრიერვეილერი (2007-დღემდე)
შვილებითომასი
კლემენსი
ჟულიენი
ფლორა
რელიგიაკათოლიკე
ხელმოწერა

ფრანსუა ოლანდი (ფრანგ. François Gérard Georges Nicolas Hollande; 12 აგვისტო 1954, რუანი) — ფრანგი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, საფრანგეთის პრეზიდენტი 2012-2017 წლებში. სოციალისტური პარტიის პირველი მდივანი 1997-2008 წლებში. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი (1988—1993 და 1997 წლიდან), ქალაქ ტიულის მერი (2001 - 2008 წლებში). კორეზის დეპარტამენტის გენერალური საბჭოს პრეზიდენტი 2008 წლიდან.

საფრანგეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოლანდმა ხმების 28,6 % მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ კი — 27,1 %. 6 მაისს გამართულ მეორე ტურში კი დაამარცხა საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი.

ადრეული ცხოვრება და წარსული

ოლანდი ზემო ნორმანდიის რეგიონის ქალაქ რუანში დაიბადა, საშუალო კლასის ოჯახში. დედა, ნიკოლ ფრედერიკ მარგერიტ ტრიბერი (1927–2009) სოციალური მუშაკი იყო, მამამისი — ჯორჯ გუსტავ ოლანდი კი, ოტორინოლარინგოლოგი. მიჩნეულია, რომ გვარი „ოლანდი“ (Hollande) კალვინისტი წინაპრებისგან მომდინარეობს, რომლებიც XVI საუკუნეში ჰოლანდიიდან (ნიდერლანდები) გამოიქცნენ და გვარად თავიანთ ძველი სამშობლოს სახელი დაიტოვეს. ოლანდი კათოლიკედ მოინათლა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო