ფრიც ალბერტ ლიპმანი | |
---|---|
გერმ. Fritz Albert Lipmann | |
დაბ. თარიღი | 12 ივნისი, 1899 |
დაბ. ადგილი | კენიგსბერგი |
გარდ. თარიღი | 24 ივლისი, 1986 (87 წლის) |
გარდ. ადგილი | პოუკიპზი |
მოქალაქეობა |
გერმანია აშშ |
საქმიანობა | ბიოქიმიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ქიმიკოსი და ექიმი |
მუშაობის ადგილი | ჰარვარდის უნივერსიტეტი და The Rockefeller University |
ალმა-მატერი | კენიგსბერგის უნივერსიტეტი, ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და Collegium Fridericianum |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, მეცნიერების ეროვნული მედალი, ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის სტიპენდია, ჰუმბოლდტის პრემია და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი |
ფრიც ალბერტ ლიპმანი (დ. 12 ივნისი, 1899, კენიგსბერგი ― გ. 24 ივლისი, 1986) — გერმანული წარმოშობის ამერიკელი ბიოქიმიკოსი, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (1950) და ლონდონის სამეფო საზოგადოების (1962) წევრი.
1924 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. 1939 წელს წავიდა ემიგრაციაში აშშ–ში. 1941 წლამდე მუშაობდა კორნელის, 1941-1949 წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტებში, 1949-1957 წლებში მასაჩუსეტსის ჰოსპიტალში. 1957 წლიდან კი როკფელერის ინსტიტუტში. იკვლევდა უჯრედში ნივთიერებათა ცვლას და ცილის ბიოსინთეზს. 1947 წელს მტრედის ნაღველიდან გამოყო და შეისწავლა A კოფერმენტის ქიმიური სტრუქტურა და ბიოლოგიური როლი. 1953 წელს მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
|