ფუმიო კიშიდა | |
იაპონიის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 4 ოქტომბერი, 2021 |
მონარქი | ნარუჰიტო |
წინამორბედი | იოშიჰიდე სუგა |
ვიცე-პრეზიდენტი | ტარო ასო |
წინამორბედი | იოშიჰიდე სუგა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 დეკემბერი, 2012 – 3 აგვისტო, 2017 | |
პრემიერ-მინისტრი | შინძო აბე |
წინამორბედი | კოიჩირო გენბა |
მემკვიდრე | ტარო კონო |
თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ივლისი. 2017 – 3 აგვისტო, 2017 | |
პრემიერ-მინისტრი | შინძო აბე |
წინამორბედი | ტომომი ინადა |
მემკვიდრე | უცუნორი ონოდერა |
წარმომადგენელთა პალატის წევრი | |
წინამორბედი | ტადატოში აკიბა |
დაბადებული | 29 ივლისი, 1957 შიბუია, ტოკიო, იაპონია |
პოლიტიკური პარტია | ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | იუკო კიშიდა |
განათლება | კაისეის აკადემია ვასედას უნივერსიტეტი |
ფუმიო კიშიდა (იაპონ. 岸田 文雄; დ. 29 ივლისი, 1957) — იაპონელი პოლიტიკოსი, რომელიც 2021 წლის 4 ოქტომბრიდან იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს. 2021 წლის 29 სექტემბერს ის ასევე აირჩიეს იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის (LDP) პრეზიდენტად. როგორც იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრს, კიშიდას 2012-2017 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოლო 2017 წელს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობები ეკავა. 2017-2020 წლებში LDP-ის პოლიტიკის კვლევის საბჭოს თავმდჯომარე იყო. 2021 წელს LDP-ის ხელმძღვანელობის არჩევნებში 60,2%-ით დაამარცხა ტარო კონო და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი წინამორბედი, იოშიჰიდე სუგა ჩაანაცვლა.