ღვთის ძე — ტერმინი, რომელიც ებრაულ ბიბლიაში ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობის მქონე ადამიანის ერთ-ერთ აღმნიშვნელად გამოიყენება. გამოსვლაში, ისრაელიანებს ღვთის პირველ ძეს უწოდებენ. სოლომონს ასევე ჰქვია „ძე ღვთისა“. ანგელოზებს, მართალ და ღვთისმოსავ კაცებს, და ისრაელის მეფეებს „ღვთის შვილებს“ უწოდებენ.
ქრისტიანული ბიბლიის ახალ აღთქმაში, „ძე ღვთისა“ ხშირად გამოიყენება იესოს მიმართ. ორჯერ, ციდან მოლაპარაკე ხმით აღიარებულია იესო როგორც ღვთის ძედ. იესო ცალსახად და ირიბად აღწერს საკუთარ თავს, როგორც ღვთის ძედ და ის ასევე არის აღწერილი როგორც ღვთის ძე ბევრი პიროვნების მიერ, რომლებსაც ვხვდებით ახალ აღთქმაში. იესოს ეწოდება „ღვთის ძე“ და მის მიმდევრებს „ქრისტიანები“. ეს ტერმინი მიუთითებს მის როლზე, როგორც მესიის, ანუ ქრისტეს, ღვთის მიერ არჩეული მეფის როლზე.
ტერმინი „ღვთის ძე“ არ უნდა აგვერიოს ტერმინ „ძე ღმერთი“-ში (ძვ. ბერძნ. Θεός ὁ υἱός), ქრისტიანული თეოლოგიის, სამების მეორე პირში. სამების დოქტრინა გვაცნობს იესოს როგორც ძე ღმერთს, არსებითად იდენტურს, მაგრამ განსხვავებულ პიროვნებას მამა ღმერთისა და სულიწმინდა ღმერთისაგან (პირველ და მეორე სამების პირებისგან).
ბაჰაიზმში, ტერმინი „ღვთის ძე“ გამოიყენება იესოს მიმართ, მაგრამ არ მიუთითებს ფიზიკურ ურთიერთობაზე იესოსა და ღმერთს შორის, მაგრამ სიმბოლურია და გამოიყენება სულიერად ძლიერ იესოსა და ღმერთის ურთიერთობის აღსანიშნავად და მისი ავტორიტეტის წყაროდ. შოგი ეფენდი, ბაჰაიზმის წინამძღოლი XX საუკუნის პირველ ნახევარში, აღნიშნა რომ ეს ტერმინი არ გულისხმობს იმას რომ იესო აღემატება სხვა წინასწარმეტყველებსა და მაცნეებს.
ქრისტიანობაში, წოდება „ძე ღვთისა“ უკავშირდება იესოს სტატუსს, როგორც მამა ღმერთის ღვთაებრივი შვილი. ტერმინი მომდინარეობს ახალ აღთქმაში და ადრეულ ქრისტიანულ თეოლოგიაში რამდენჯერმე გამოყენების შედეგად. ეს ტერმინი გამოიყენება ოთხივე სახარებაში, „საქმე წმიდათა მოციქულთა“-ში და პავლესა და იოჰანინის ლიტერატურაში.
სხვა ინტერპრეტაცია მომდინარეობს წოდების იუდაური გაგებიდან, რომელიც ყველა დამიანს აღწერს, როგორც ღვთის ძეს. ძველი აღთქმის ნაწილებში, ისტორიული პიროვნებები როგორიცაა იაკობი და სოლომონი ასევე მოიხსენიებიან როგორც ღვთის შვილები, რაც გულისხმობს იმას რომ ისინი არიან ადამის შთამომავლები. ბიბლიის მკვლებარები იყენებენ ამ სახელწოდებას, იმისათვის რომ დაადასტურონ იესოს ჰუმანურობა, რომ ის არის ადამიანი და ასევე ღმერთი.
ისლამში, იესო ცნობილია როგორც ისა იბნ მარიამი (არაბ. عيسى بن مريم, იესო, მარიამის ძე) და გადმოცემულია, რომ ის არის წინასწარმეტყველი და მაცნე ღმერთის (ალაჰის) და ალ-მასიჰი, რომელიც არაბული ტერმინია მესიას (ქრისტეს) მაგივრად, რომელიც გამოგზავნილია ისრაელის შვილებისს წინამძღოლად ახალი გამოცხადებით, ალ-ინჯილი (არაბული "სახარება").
ისლამი უარყოფს ნათესაობას ღმერთსა და სხვა არსებას შორის, მათ შორის ძესაც. ამგვარად, ისლამი ურაყოფს იმ რწმენას რომ იესო არის ძე ღვთისა, თვით ღმერთი ან სხვა ღმერთი. როგორც ქრისტიანობაში, ისლამში წერია რომ იესოს არ ჰყავდა მიწიერი მამა. ისლამში ითვლება, რომ იესო დაიბადა ღმერთის ბრძანებით „იყავი“. ღმერთმა უბრძანა ანგელოზ ჯიბრაელს (გაბრიელი), რომ „ჩაებერა“ ოესოს სული მარიამში და ასე იშვა იესო.
მიუხედავად იმისა რომ ებრაულ ლიტერატურაში ზოგჯერ ვხვდებით მითითებებს „ღვთის შვილებზე“, „ღვთის ძეზე“ და „უფლის ძეზე“, ისინი არასოდეს მიგვითითებენ ღმერთის ფიზიკურ წარმოშობაზე. არსებობს ორი შემთვევა, როდესაც ებრაელ მეფეებს გადატანითი მნიშვნელობით ღმერთად მოიხსენიებენ.:150 მეფე შედარებულია უზენაეს მეფე ღმერთთან. ეს ტერმინები ხშირად გამოიყენება ზოგადი გაგებით, როდესაც ებრაელ ხალხს მოიხსენიებდნენ, როგორც „უფლის, შენი ღმერთის შვილებს“.