ჩვეულებრივი თხილი

ჩვეულებრივი თხილი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  თხილი
სახეობა:  ჩვეულებრივი თხილი
ლათინური სახელი
Corylus avellana L., 1753
სინონიმები
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 63521
გავრცელება

ჩვეულებრივი თხილი (ლათ. Corylus avellana) — მცენარე არყისებრთა ოჯახისა. ბუჩქი ან 8 მეტრამდე სიმაღლის ხეა. აქვს გლუვი ან დაბზარული ქერქი. მოკლეყუნწიანი, კიდეზე მკაფიოდ ორმაგხერხკბილა ფოთოლი. სამტვრეები ძაფებიანად ყვითელია. საბურველი თხელი და ფოთლისებური, ორ- ან ერთფოთოლაკიანი, წვერზე მოკლე ნაკვთებით. საბურველი კაკალზე მოკლე ან გრძელია. ნაყოფი 2–10 კაკლისგან შედგება. ნაჭუჭი გლუვია. ყვავის თებერვალ-მარტში, ნაყოფმსხმოიარობს აგვისტო-ოქტომბერში.

გავრცელებულია კავკასიაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში, მცირე აზიაში. საქართველოში გვხვდება ყველგან. იზრდება ქვეტყედ მუხნარებში, ფართოფოთლოვან და წიწვოვან შერეულ ტყეებში, სუბალპური მეჩხერში, ტყის პირას, ხშირად წმინდა ჯგუფებს ქმნის. ჩრდილის ამტანი და საკმაოდ ყინვაგამძლეა. ყვავილობს თებერვალ-მარტში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერში. ერთი ბუჩქიდან 3 კგ-ზე მეტი მოსავალი მოდის. მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყრით, იშვიათად გადაწიდენით. ცოცხლობს 70–80 წელს.

დეკორატიულია. იყენებენ დერდობების გასატყიანებლად. ერთ-ორწლიან ღეროს — წნელად, კალათების, გოდრების, ლახტების დასაწნავად.

მთისრაჭულად ეწოდება ფთხილი, ფთხირი; ჭანურად – მთხირი, ნთხირი; მეგრულად – თხირი; სვანურად – შდიხ, შდგხგნდ.

გალერეა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მაყაშვილი ა., ჩვეულებრივი თხილი // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 ლორია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 33.
  3. 3.0 3.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 88.