ციური სხეული, ცის სხეული, კოსმოსური სხეული — სამყაროში არსებული ნებისმიერი მატერიალური სხეული, რომელიც დედამიწაზე მყოფმა დამკვირვებელმა შეიძლება აღმოაჩინოს ცაზე პირდაპირი დაკვირვებით ან არაპირდაპირი მეთოდებით. ცის სხეულებია: პლანეტები, პლანეტის თანამგზავრები, კომეტები, მეტეორები, ასტეროიდები, მზე, ვარსკვლავები, გალაქტიკები, ვარსკვლავთშორისი გარემოს ღრუბლები და ნისლეულები, კვაზარები და სხვა; აგრეთვე კოსმოსური აპარატები ფრენის მომენტში. ცნება ცის სხეული პირობითა. მაგალითად მთვარეზე მყოფი დამკვირვებლისათვის ცის სხეული დედამიწაა, მთვარე კი — არა.
მზის სისტემის ობიექტები | მზის სიტემის გარე ობიექტები | ||
---|---|---|---|
მარტივი ობიექტები | შედგენილი ობიექტები | სივრცეში განვრცობილი ობიექტები | |
|