ხალხური ეტიმოლოგია — სიტყვის ანალიზის გარეშე ან სიტყვის უშუალო გააზრებით მიღებული ეტიმოლოგია; მისწრაფება ამა თუ იმ სიტყვის მოტივაციისკენ; ბუნდოვანი აგებულების სიტყვათა „გააზრება“ გარეგნულად მსგავს, ნაცნობ სიტყვებთან დაკავშირების გზით. მაგალითად, სამაია (სპარს. სამა-როკვა) ქართულად ხალხური ეტიმოლოგია განიცადა და გააზრებულია, როგორც სამი ქალის ცეკვა. ამ არამეცნიერულ ხალხურ ეტიმოლოგიას უპირისპირდება ენათმეცნიერების დარგი — ეტიმოლოგია.
ხალხური ეტიმოლოგიის მიზეზი ხდება ასევე სიტყვის შემადგენელი ნაწილის ვერ გააზრება.
ხალხური ეტიმოლოგიის შედეგად სიტყვა უფრო გასაგები ხდება. ხოლო სიტყვისშემადგენელი ნაწილი შეიძლება გახდეს ორი მიზეზის გამო გაუგებარი, ან მოძველდეს ან უცხოური ენიდან იყოს.
ქართულში განსაკუთრებით ხშირია ხალხური ეტიმოლოგია საკუთარი სახელების „ამოცნობისას“.
სიტყვები, რომლებიც სიტყვის შემადგენელი ნაწილი მოძველდა.
სიტყვები, რომლებიც სიტყვის შემადგენელი ნაწილი უცხო ენის კუთვნილება იყო: