ხუან ველასკო ალვარადო (ესპ. Juan Velasco Alvarado; დ. 16 ივნისი, 1910, პიურა, პერუ — გ. 24 დეკემბერი, 1977,პერუ) — პერუელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ხელისუფლების სათავეში მოექცა სამხედრო გადატრიალების შედეგად და ქვეყანას მართვდა 1968-1975 წწ. რევოლუციური შეიარაღებული ძალების პირველი პრეზიდენტის წოდებით. 1975 წელს მორიგი სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებას ჩამოაშორეს. თანამდებობის დატოვების შემდეგ ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას და გარდაიცვალა 1977 წლის 24 დეკემბერს.
წინამორბედი: ფერნანდო ბელაუნდე ტერი |
პერუს პრეზიდენტი 1968–1975 |
შემდეგი: ფრანსისკო მორალეს ბერმუდესი |