ჯონ დადლი (ინგლ. John Dudley, 1st Duke of Northumberland) — ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, ინგლისის რეგენტი 1549—1553 წლებში (მცირეწლოვანი მეფის, ედუარდ VI-ის სახელით). ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, 1553 წელს მოხდა ლედი ჯეინ გრეის ტახტზე აყვანა, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და ჯონი დააპატიმრეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს.