ჯონ ჩარლზ ფილდზი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 მაისი, 1863 |
დაბ. ადგილი | ჰამილტონი |
გარდ. თარიღი | 9 აგვისტო, 1932 (69 წლის) |
გარდ. ადგილი | ტორონტო |
დასაფლავებულია | Hamilton Cemetery |
მოქალაქეობა | კანადა |
საქმიანობა | მათემატიკოსი |
მუშაობის ადგილი | ტორონტოს უნივერსიტეტი, Allegheny College და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ტორონტოს უნივერსიტეტი და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი და კანადის სამეფო საზოგადოების წევრი |
ჯონ ჩარლზ ფილდზი (ინგლ. John Charles Fields; დ. 14 მაისი, 1863 — გ. 9 აგვისტო, 1932) — კანადელი მათემატიკოსი. 1884 წელს დაამთავრა ტორონტოს უნივერსიტეტი, რის შემდეგაც აშშ-ში გააგრძელა სწავლა. მისი შრომები მიეძღვნა ალგებრულ ფუნქციათა თეორიის საკითხებს; შექმნა ფონდი, საიდანაც მათემატიკური საერთაშორისო კავშირი ახალგაზრდა მათემატიკოსებს ანიჭებს პრემიებს. აღსანიშნავია ფილდზის მედალი, რომელიც ენიჭებათ მათემატიკოსებს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. იყო კანადის სამეფო საზოგადოებისა და ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი.