ჰანჯა | ||
---|---|---|
ტიპი: | ლოგოგრაფული | |
ენები: | კორეული ენა | |
დროის პერიოდი: | ||
წინამორბედი დამწერლობები: | ძიაგუვენი ჩჟუანშუ ლიშუ კაიშუ ჰანჯა | |
წარმოებული დამწერლობები: | ბოპომოფო, კანჯი, ტრადიციული ჩინური, ტი-ნომი, კიდანური დამწერლობა, ჯურჩენული დამწერლობა |
ჰანჯა (კორ. 한자) — კორეულში გამოყენებული ჩინური იეროგლიფების სახელწოდება (ჩინ.: 漢字). ჰანჯაში იეროგლიფების უმეტესობა გამოიყენება კლასიკური ჩინურის ანალოგიურად, მხოლოდ მცირე მათგანს აქვს კორეული სპეციფიკის მიხედვით კორექტივები. ჰანჯა კორეაში პოპულარული გახდა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც წიგნების უმეტესობა ამ ენაზე იბეჭდებოდა. დღეისთვის ჰანჯას ცოდნა საჭიროა მხოლოდ ძველი (1990 წლამდე) ტექსტების წასაკითხად. ჰანჯას ცოდნა ასევე მნიშვნელოვანია კორეული სიტყვების ეტიმოლოგიის შესასწავლად.