ჰასანია არაბ. حسانية | |
გავრცელებულია | სამხრეთ-დასავლეთი ალჟირი, ჩრდილო-დასავლეთი მალი, მავრიტანია, სამხრეთი მაროკო, დასავლეთი საჰარა. |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 3,3 მილიონი (2004–2006) |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | აფრაზიული ენები |
დამწერლობის სისტემა | არაბული დამწერლობა |
ენის კოდები | ISO 639-3: mey |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი |
ჰასანია (არაბ. حسانية) — არაბული ენების დიალექტი, რომელზეც ძირითადად საუბრობენ ბენი ჰასანის და ბედუინების ტომების წარმომადგენლები, რომელთა სამფლობელოებიც XV-XVII საუკუნეებში მოიცავდა მავრიტანიისა და დასავლეთ საჰარის თითქმის მთელ ტერიტორიას. ამ რეგიონში მან თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ბერბერო-ლიბიური ენები. ჰასანია მაღრიბული დიალექტებში იმით გამოირჩევა, რომ მასზე დიდი გავლენა მოახდინეს გეოგრაფიულად მასთან ახლო მყოფმა სხვა ენებმა — ზენაგამ და ვოლოფმა. ჰასანიასაც აქვს რამდენიმე დიალექტი, თუმცა მათი ძირითადი განსხვავება მხოლოდ ფონეტიკაშია. დღეისთვის ჰასანია სასაუბროდ გამოიყენება შემდეგ ქვეყნებში: ალჟირი, მალი, მავრიტანია, მაროკო, დასავლეთი საჰარა.
Ethnologue.com- ის მიხედვით, 2006 წელს დასავლეთ საჰარის გამოკლებით ჰასანიაზე მოსაუბრე შეადგენდა 3 123 190 ადამიანს, რომლებიც შემდეგნაირად ნაწილდებოდნენ: