ჰენრიხ მხითარიანი

ჰენრიხ მხითარიანი
მხითარიანი მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში 2017 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჰენრიხ ჰამლეტის ძე მხითარიანი
დაბადების
თარიღი
21 იანვარი, 1989 (1989-01-21)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთის სსრ,
საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ინტერი მილანი
ნომერი 22
ახალგაზრდული კარიერა
1995–2006 პიუნიკი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2009 პიუნიკი 70 (30)
2009–2010 მეტალურგი დონეცკი 37 (12)
2010–2013 შახტარი დონეცკი 72 (38)
2013–2016 ბორუსია დორტმუნდი 90 (23)
2016–2018 მანჩესტერ იუნაიტედი 39 (5)
2018–2020 არსენალი 39 (8)
2019–2020   რომა 22 (9)
2020–2022 რომა 65 (18)
2022– ინტერი მილანი 48 (5)
ეროვნული ნაკრები
2006–2007 სომხეთი 17-წლ. 5 (1)
2007–2008 სომხეთი 19-წლ. 6 (1)
2008–2010 სომხეთი 21-წლ. 13 (9)
2007–2021 სომხეთი 95 (32)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 23 დეკემბერი, 2023

ჰენრიხ მხითარიანი (სომხ. Հենրիխ Մխիթարյան; დ. 21 იანვარი, 1989) — სომეხი ფეხბურთელი. მილანის „ინტერის“ შემტევი ნახევარმცველი. სომხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. სომხეთისა და უკრაინის მრავალგზის ჩემპიონი, ათჯერ იყო აღიარებული სომხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. 2017 წელს დაჯილდოვდა სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის პირველი ხარისხის ორდენით.

კარიერა

მხითარიანი თავდაპირველად მშობლიური „პიუნიკის“ ღირსებას იცავდა, რომელშიც კლუბის ახალგაზრდული აკადემიიდან მოხვდა, შემდეგ კი უკრაინაში, დონეცკის „მეტალურგში“ გადავიდა, სადაც თანაქალაქური „შახტარის“, თანამედროვე უკრაინული ფეხბურთის ფლაგმანის ყურადღება მიიპყრო. სწორედ „შახტარში“ ასპარეზობისას მიიქცია ჰენრიხმა ფართო მასების ყურადღება და გერმანული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის — „დორტმუნდის ბორუსიის“ რიგებში აღმოჩნდა, „შახტარმა“ კი მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მიიღო.

პირადი ცხოვრება

მამამისი ჰამლეტ მხითარიანი 1980–1987 წლებში ერევნის „არარატის“ წამყვანი ფეხბურთელი იყო.

ჰენრიხ მხითარიანი პოლიგლოტია, მშობლიური სომხურის გარდა ფლობს: ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, უკრაინულ, პორტუგალიურ, იტალიურ და გერმანულ ენებს. 2012 წელს ერევნის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 2020 წლის 4 მარტს შეეძინა ვაჟი, რომელსაც ჰამლეტი დაარქვეს.

სანაკრებო სტატისტიკა

მატჩები და გოლები ეროვნული ნაკრებისა და წლების მიხედვით
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
სომხეთი 2007 2 0
2008 5 0
2009 7 1
2010 5 3
2011 8 4
2012 8 2
2013 8 2
2014 7 4
2015 6 0
2016 5 3
2017 9 6
2018 10 1
2019 6 3
2020 2 1
2021 7 2
სულ 95 32

მიღწევები

საკლუბო

პიუნიკი
შახტარი
ბორუსია დორტმუნდი
მანჩესტერ იუნაიტედი
რომა
ინტერი მილანი

ინდივიდუალური

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Henrikh Mkhitaryan // EU-Football.info
  2. Henrikh Mkhitaryan. ციტირების თარიღი: 13 March 2017
  3. McNulty, Phil. (26 February 2017) Manchester United 3–2 Southampton. BBC Sport. ციტირების თარიღი: 24 April 2019
  4. Bevan, Chris. (7 August 2016) Community Shield: Leicester City 1–2 Manchester United. BBC Sport. ციტირების თარიღი: 24 April 2019
  5. McNulty, Phil. (24 May 2017) Ajax 0–2 Manchester United. BBC Sport. ციტირების თარიღი: 24 April 2019
  6. Honeyman, Sam (25 May 2022). „Roma 1–0 Feyenoord: Zaniolo strike wins the first Europa Conference League final“. UEFA.com. Union of European Football Associations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 May 2022. ციტირების თარიღი: 25 May 2022.
  7. Mackenzie, Alasdair. (24 May 2023) Fiorentina 1-2 Inter Milan - Lautaro Martinez scores double as the Nerazzurri defend Coppa Italia. ციტირების თარიღი: 24 May 2023
  8. AC Milan 0-3 Inter Milan: Simone Inzaghi's side ease to Supercoppa win over rivals to defend title (18 January 2023). ციტირების თარიღი: 18 January 2023
  9. McNulty, Phil. (10 June 2023) Man City beat Inter Milan 1–0 in Champions League final to claim Treble. BBC Sport. ციტირების თარიღი: 10 June 2023
  10. Футболист Мхитарян назначен послом доброй воли ЮНИСЕФ