ჰიპერიონი (ძვ. ბერძნ. Ὑπερίων ) — პლანეტა სატურნის თანამგზავრი. დიამეტრი ≈ 400 კმ, სატურნიდან მანძილი — 1480 ათ. კმ. გარემოქცევის პერიოდი 21.276 დღე-ღამე.
1848 წელს აღმოჩენილ იქნა ამერიკელი ასტრონომის ჯ. ბონდისა და ინგლისელი ასტრონომის უ. ლასელის მიერ.