„ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი“ | |
---|---|
ჟანრი | ფენტეზი |
რეჟისორი | პიტერ ჯექსონი |
პროდიუსერი |
ფრენ უოლში კეროლაინ კენინგემი ზეინ ვაინერი პიტერ ჯექსონი |
სცენარის ავტორი |
ფრენ უოლში ფილიპა ბოიენსი პიტერ ჯექსონი გილერმო დელ ტორო |
ნაწარმოები |
„ჰობიტი“ — ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი |
როლებში | |
კომპოზიტორი | ჰოვარდ შორი |
ოპერატორი | ენდრიუ ლესნი |
მონტაჟი | ჯეიბეზ ოლსენი |
სტუდია | |
დისტრიბუტორი | Warner Bros. Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 161 წთ. |
ქვეყანა |
|
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 225 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 960.366.855 აშშ დოლარი |
წინა |
ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა (2012) |
შემდეგი |
ჰობიტი: ხუთი ლაშქრის ბრძოლა (2012) |
ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი (ინგლ. The Hobbit: The Desolation of Smaug) — რეჟისორ პიტერ ჯექსონის კინოტრილოგია „ჰობიტის“ მეორე ფილმი. იგი ეფუძნება ჯ.რ.რ. ტოლკინის რომანს „ჰობიტი“ (1937). მას მოჰყვება ფილმი „ჰობიტი: ხუთი ლაშქრის ბრძოლა“ (2014), კინოტრილოგიის დასასრული. პირველი ფილმი, „ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა“, გამოვიდა 2012 წელს.
ფილმის სიუჟეტი აღწერს „მოულოდნელ მოგზაურობაში“ დაწყებული მოვლენების გაგრძელებას. ჰობიტი ბილბო ბეგინსი მოგზაურობს ჯადოსან განდალფი, ჯუჯა თორინ მუხისფარის და მისი თანმხლები ჯუჯების კომპანიაში მარტოსული მთისკენ, ბნელტევრის, ესგაროთის და ველის გავლით. მათი მიზანია დრაკონ სმაუგის მიერ მიტაცებული განძის დაბრუნება.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ იენ მაკ-კელენი, მარტინ ფრიმენი, რიჩარდ არმიტიჯი, ჯეიმზ ნესბიტი, კენ სტოტი, კეიტ ბლანშეტი, იენ ჰოლმი, კრისტოფერ ლი, ჰუგო უივინგი, ენდი სერკისი, ევანჯელინ ლილი, ბენედიქტ კამბერბეჩი, ლუკ ევანზი, მიკაელ პერსბრანდტი, სტივენ ფრაი, ლი პეისი და კონან სტივენსი.
„ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი“ გამოვიდა 2013 წლის 13 დეკემბერს. ისევე, როგორც „მოულოდნელი მოგზაურობა“, იგი გერმანიაში ძირითად პრემიერამდე ერთი დღით ადრე გამოვიდა. ისევე, როგორც წინამორბედი, ეს ფილმი გადაღებული იქნა წამში 48 კადრის სიხშირით.
ფილმის შესავალში ნაჩვენებია სერი. ფუნდუკ „ყალყზე შემდგარ პონიში“ ერთმანეთს ხვდებიან თორინ მუხისფარი და განდალფი. ჯადოსანი ცდილობს, დაარწმუნოს ჯუჯა ერებორის დაბრუნებაში. იგი მას სთავაზობს, მოძებნოს ქურდი, რომელიც დაეხმარება მთაში შეღწევაში.
ერთი წლის შემდეგ თორინსა და მის რაზმს მისდევს აზოგის რაზმი. ბილბო ბეგინსი ამჩნევს, რომ მათ დიდი დათვი უთვალთვალებს. მოგზაურები თავს ბეორნის სახლს აფარებენ. მათ აზოგი უთვალთვალებს, რომელიც იმავე ღამით ნეკრომანტის ბრძანებით დოლ გულდურში ბრუნდება. მას ენაცვლება მისი შვილი, ბოლგი. მეორე დღეს ბნელტევრთან განდალფი აღმოაჩენს წარწერას შავ ენაზე. იხსენებს რა გალადრიელის მიერ მოცემულ მითითებებს, იგი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ტოვებს მოგზაურებს და უთითებს, ტყიდან გასულებმა, ელოდონ მარტოსულ მთაში შესვლამდე. ტყეში მათ გზა აებნევათ და მოხვდებიან დიდი ობობების ტყვეობაში. ამ დროს ბილბო, ერთი ბეჭდის დახმარებით, უხილავი, მათ თავს ესხმის. ამავე დროს, იგი აღმოაჩენს, რომ ბეჭედს მის მფლობელზე უარყოფითი გავლენაც აქვს. ტროლთა სამალავიდან მოპოვებულ ხმალს იგი ნესტარს უწოდებს.
ტყეში ჩნდებიან ელფები, ლეგოლასისა და ელფი ქალის, ტაურიელის მეთაურობით. ისინი ანადგურებენ ყველა დარჩენილ ობობას, მაგრამ აპატიმრებენ ჯუჯებს და მიჰყავთ ელფთა მეფის, თრანდუილის სამეფოში, სადაც კილისა და ტაურიელს შორის თბილი ურთიერთობები ყალიბდება. თრანდუილი თორინს სთავაზობს გათავისუფლებას განძის წილის სანაცვლოდ. თორინი, ახსოვს რა სმაუგის მიერ ერებორის დაპყრობისას ელფთა ღალატი, უარს ეუბნება.
როდესაც ერთ-ერთი ზეიმისას ელფები თვრებიან და იძინებენ, უხილავი ბილბო იპარავს აწყობს პატიმართა გაქცევას ცარიელი კასრებით. მათ ელფები მისდევენ, გზად კი ბოლგი და ორკები ესხმიან. კილი დაჭრილია შხამიანი ისრით. თრანდუილის ბრძანების მიუხედავად, ტაურიელი ჯუჯებს ლეგოლასთან ერთად მისდევს. განდალფი და რადაგასტი ამ დროს იკვლევენ ნაზგულთა სამარხებს, რომლებიც ცარიელი აღმოჩნდება.
ჯუჯების რაზმს ესგაროთის მისადგომებთან შეხვდება ბარდი. თორინი ტბისპირა ქალაქისთავსა და მთელ მოსახლეობას აღუთქვამს ერებორის განძის ნაწილს. სანაცვლოდ მოგზაურებს ქალაქში თბილად ხვდებიან. ბარდი ეწინააღმდეგება ტბისპირა ქალაქისთავის პოლიტიკას და ჯუჯების მოგზაურობას. დაჭრილი კილი იძულებულია, ქალაქში დარჩეს, ოინთან, ფილისთან და ბოფურთან ერთად. აღმოჩნდება, რომ ბარდი ველის სამეფოს მემკვიდრეა და ფლობს უკანასკნელ შავ ისარს, რომელსაც შეუძლია სმაუგის განადგურება. ამასობაში განდალფი ბრუნდება დოლ გულდურში, სამხრეთით, ხოლო რადაგასტმა გალადრიელს უნდა აცნობოს დანგრეული სამარხების შესახებ. განდალფი დოლ გულდურში ორკებს აღმოაჩენს და პირისპირ ხვდება აზოგს, ისევე, როგორც ნეკრომანტს.
მარტოსულ მთასთან ბილბო აღმოაჩენს დამალულ კარს და არკენსტოუნის მოსაძიებლად შედის. იგი შემთხვევით აღვიძებს სმაუგს. ტბისპირა ქალაქში ბარდი დაპატიმრებულია. მისი შვილი, ბაინი, მალავს ისარს. კილის, ფილის, ოინს, ბოფურს და ბარდის ასულებს თავს ესხმიან ბოლგი და ორკები. ლეგოლასი და ტაურიელი მოგვიანებით ჩნდებიან და აძევებენ ორკებს. ლეგოლასი ებძრვის ბოლგს, ხოლო ტაურიელი დაჭრილ კილიზე ზრუნავს. განდალფი დამარცხებულია და ხედავს, თუ როგორ მიემართებიან აზოგი და ორკები მარტოსული მთისკენ. იგი საბოლოოდ მიხვდება, რომ ნეკრომანტი საურონია.
სმაუგის მიერ დევნისას ბილბო და ჯუჯები ცდილობენ დრაკონის გამდნარი ოქროთი მოკვლას. მიუხედავად ამისა, გაღიზიანებული დრაკონი ტოვებს მთას და გადაწყვიტავს, გაანადგუროს ტბისპირა ქალაქი და მისი ხალხი, რომელიც დაეხმარა ჯუჯებს. შეშინებული ბილბო უყურებს მას და ფიქრობს იმაზე, თუ რა გამოიწვიეს დრაკონის გაღვიძებით.
ფილმის ძირითადი პერსონაჟები და მათი შემსრულებელი:
ფილმში აგრეთვე მონაწილეობს პიტერ ჯექსონი, რომელიც განმეორებით ასრულებს თავის როლს სერში (მამაკაცი სტაფილოთი). მისი შვილი ქეიტი ასრულებს ბარლიმენ ბატერბერის ცოლ ბეტსის, ჯეიმზ ნესბიტის შვილები პეგი და მერი ასრულებენ ფილმისთვის შექმნილი პერსონაჟების, ბარდის შვილების, ტილდასა და სიგრიდის როლებს. სტივენ კოლბერტი ოჯახთან ერთად და პროდიუსერი ზეინ ვაინერი წარმოდგენილები არიან ესგაროთის ჯაშუშების როლებში. მონტაჟის ავტორი ჯეიბეზ ოლსენი მეთევზის როლშია, ხოლო ალან ლი, კონცეპტუალური დიზაინერი ესგაროთელი მუსიკოსის სახით ჩნდება.
ფილმის დიდი ნაწილი გადაღებული იქნა 2012 წელს. გადაღებები 2012 წლის ივლისში დასრულდა, მაგრამ 2013 წლის მაისში ადგილი ჰქონდა დამატებითი კადრების, ისევე, როგორც მესამე ფილმის, ჰობიტი: ხუთი ლაშქრის ბრძოლა სცენების გადაღებას. საერთო ჯამში ეს 10 თვეს გაგრძელდა.
ფილმის საუნდტრეკის ავტორია ჰოვარდ შორი. ფილმისთვის მას ასრულებს ახალი ზელანდიის სიმფონიური ორკესტრი. ორიგინალური ალბომი საუნტრეკით გამოიცა 2013 წლის ბოლოს, ფილმის გამოსვლამდე. მან ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო, განსაკუთრებით, ორიგინალური და ახალი მუსიკალური თემებისთვის.
ფილმისთვის მთავარი სიმღერა, "I See Fire", დაიწერა ედ შირანის მიერ. სიმღერის გამოვიდა iTunes-ზე, 2013 წლის 5 ნოემბერს.
მეორე ფილმის დეტალების შესახებ პიტერ ჯექსონმა ისაუბრა 2013 წლის 24 მარტს, სპეციალურ ონლაინ გადაცემაში. ფილმის ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა DVD გამოცემებს ახლდა კოდი, რომლითაც შესაძლებელი იყო ამ ვიდეოს ხილვა. ტრანსლირებისას ცნობილი გახდა სიუჟეტის დეტალები. ჯექსონმა ისაუბრა ტაურიელის როლის შესახებ. მან აგრეთვე აჩვენა სცენა, რომელშიც განდალფი და რადაგასტი შედიან ნანგრევებში და პოულობენ ბეჭდის-აჩრდილების დანგრეულ სამარხებს.
ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა 2013 წლის 11 ივნისს. 2013 წლის 4 ნოემბერს გამოვიდა 3 წუთიანი ვრცელი ტრეილერი/აწყვეტი, რომელშიც შეტანილი იყო ახალი კადრები. გამოაშკარავდა სიუჟეტის ძირითადი მომენტებიც. 2013 წლის 4 ნოემბერს ნიუ-იორკში გაიმართა სპეციალური ღონისძიება მოყვარულთათვის, რომელშიც მონაწილეობდნენ პიტერ ჯექსონი, ჯედ ბროფი, ევანჯელინ ლილი, ლი პეისი, ორლანდო ბლუმი, ლუკ ევანზი, ენდი სერკისი და რიჩარდ არმიტიჯი.
მარტინ ფრიმენი, რიჩარდ არმიტიჯი, ბენედიქტ კამბერბეჩი, ლუკ ევანზი, ევანჯელინ ლილი, პიტერ ჯექსონი, ორლანდო ბლუმი და იენ მაკკელენი მონაწილეობდნენ პრეს-ტურნეში, ჩნდებოდნენ რა ტოკ-შოუებზე და აძლევდნენ ინტერვიუებს ფილმის გამოსვლამდე.
ფილმის პრემიერა გაიმართა ლოს-ანჯელესის Dolby Theatre-ში, 2013 წლის 2 დეკემბერს, ხოლო მსოფლიო მასშტაბით ფილმი გამოვიდა 2013 წლის 11 დეკემბერს. ბრიტანეთსა და აშშ-ში იგი გამოვიდა 2013 წლის 13 დეკემბერს.
ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი გამოვიდა DVD, Blu-ray და Blu-ray 3D ფორმატებში ბრიტანეთში 2014 წლის 7 აპრილს. 2014 წლის 8 აპრილს იგი აშშ-ში გამოვიდა.
|
|
|
|