ჰოლანდიის სამეფო Royaume de Hollande Koninkrijk Holland საფრანგეთის პირველი იმპერიის პროტექტორატი | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დევიზი Eendracht maakt macht "ძალა ერთობაშია" | |||||||||
ჰოლანდიის სამეფო | |||||||||
დედაქალაქი | ჰააგა (1806–1808) უტრეხტი (1808) ამსტერდამი (1808–1810) | ||||||||
ენა | ნიდერლანდური, ფრანგული | ||||||||
ფულის ერთეული | ნიდერლანდური გულდენი | ||||||||
მმართველობის ფორმა | კონსტიტუციური მონარქია | ||||||||
მეფე | |||||||||
- 1806–1810 | ლუი ბონაპარტი | ||||||||
- 1810 | ნაპოლეონ ლუი ბონაპარტე | ||||||||
ისტორია | |||||||||
- შექმნა | 5 ივნისი 1806 | ||||||||
- გაუქმება | 9 ივლისი 1810 | ||||||||
ჰოლანდიის სამეფო, (ნიდერლ. Koninkrijk Holland, ფრანგ. Royaume de Hollande) — ნაპოლეონ ბონაპარტეს მიერ შექმნილი მარიონეტული სამეფო, რომელსაც მისი მისი მესამე ძმა ლუი ბონაპარტი მართავდა. სახელი აღებულია ნიდერლანდების ისტორიული რეგიონის ჰოლანდიის მიხედვით. 1807 წელს სამეფოს მიუერთეს პრუსიული რეგიონები აღმოსავლეთი ფრიზია და იევერი, თუმცა 1809 წელს ბრიტანეთის შემოჭრის შემდეგ ნიდერლანდები იძულებული შეიქმნა მდინარე რაინის სამხრეთით არსებული ტერიტორიუები საფრანგეთისთვის გადაეცა.
ლუიმ ვერ გაამართლა მისი ძმის ნაპოლეონის იმედები, ის ცდილობდა გაეტარებინა პრონიდერლანდური პოლიტიკა, ნაცვლად ნაპოლეონის მხარდაჭერისა. შედეგად ნაპოლეონმა 1813 წელს გააუქმა ჰოლანდიის სამეფო და პირდაპირ საფრანგეთს დაუქვემდებარა. სამეფოს ტერიტორია ძირითადად ემთხვეოდა დღევანდელი ნიდერლანდების ტერიტორიას, გარდა ლიმბურგის და ზელანდიისა, რომლებიც საფრანგეთის საკუთრებას წარმოადგენდა, ასევე სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა აღმოსავლეთი ფრიზია, რომელიც დღეს გერმანიის ნაწილია.