ანენი-ნოის რაიონი (მოლდ.raionul Anenii Noi) — მოლდოვის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ანენი-ნოი. რაიონი იკავებს 887,62 კმ² ფართობს. მისი მოსახლეობა შეადგენს 81 710 ადამიანს (2004 წლის აღწერის მონაცემებით). მოსახლეობის სიმჭიდროვე — 92,06 კაცი/კმ²-ზე. რაიონი სულ მოიცავს 45 დასახლებულ პუნქტს.